კორონავირუსი და ძალაუფლების უზურპაცია

0
კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ ახლო აღმოსავლეთში ხელები გაუშალა რეგიონის ე.წ. “StrongMan”-ებს, მათი ძალაუფლების გაზრდისა და კონსოლიდაციისათვის. ლიდერებმა მალევე გაიმოიყენეს პანდემია თავიან სასარგებლოდ და მთელი რიგი კანონები მიიღეს, რითაც ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. ეგვიპტე არასოდეს ყოფილა დემოკრატია. ეს იყო და არის ე.წ. “სტაბილური ავტოკრატია”, დასავლეთის მეგობარი და ერთ დროს რეგიონის ლიდერი. ეგვიპტეში განსაკუთრებით ვითარება იცვლება ხელისუფლებაში აბდელ ფატტაჰ ალ სისის მოსვლით. მან გადატრიალებით, ჯერ ხელისუფლებიდან ჩამოაშორა ძმები მუსლიმების ერთ-ერთი ლიდერი და პირველად დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამად მორსი, ხოლო შემდეგ თავისი პრეზიდენტობა “ფსევდო” არჩევნებით მოიპოვა. მას აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება ეგვიპტეში და მის მმათთველობას მისი არმია და ლოიალური გენერლები ზურგს უმაგრებენ. რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტეს პარლამენტმა გასაგნგებო მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რითაც პრეზიდენტ აბდელ ფატტაჰ ალ სისის დამატებითი ძალაუფლება მიანიჭა. 2017 წლის 10 აპრილიდან, როცა კოპტების ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა და რის შედეგად 45 კოპტი დაიღუპა, ეგვიპტეში გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ სამი თვით იყო განსაზრვრული, ალ სისის მთავრობამ ყოველ ჯერზე აგრძელებდა და ეგვიპტეში დრემდე მოქმედებს ეს კანონი. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით ალ-სისის შემდეგი უფლებამოსილებები ემატება: 1. სასამართლო პროცესებში პირდაპირ ჩაერევა და გადაწყეტილებების მიღება ( თუ ამის საჭიროება დადგება). 2. სწავლის პროცესის აღდგენა/შეჩერება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. 3. ექნება უფლება აკრძალოს დემონსრაციების ან/და რაიმე ღონოსძიებების, დღესასწაულების ჩატარების. 4. ეგვიპტელებისათვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს მათი განთავსება კარანტინში.  ეგვიპტელი, რომელიც შინ საზღვარგარეთიდან ბრუნდება თავსდება საკარანტინო ზონაში, სასტუმროებში და ა.შ.. ვითომ არაფერი განსაკუთრებული, ეს ყველგან ხდება, თუმცა აქ პრობლემა სხვა რამეშია. სასტუმროები სამხედროების კუთვნილებაში არის და მანდ, თუნდაც კარანტინში განთავსება არის ფასიანი. 5. მკაცრი კონტროლი მედიაზე 6. ქონების კონფისკაცია 7. კომენდანტის საატის შემოღება-გაუქმება. ეს არის ის ძირითადი პუნქტები ახალი საკანონმდებლო ცვლილებიდან, რომელიც ეგვიპტეს პარლამენტმა მიიღო, ხოლო პარალმენტის შემდეგ, მას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება.
#politics
#news
#opinion
#events
#religion
#egypt
#alsisi
#president
#parliament
#emergency
#law
#coronavirus
#covid19
#middleeast
#arabworld
#ახლოაღმოსავლეთი
#ეგვიპტე
#საგანგებომდგომარეობა
#კორონავირუსი
0