21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუ – „კარდაშიანების ოჯახი“, რომლებიც ეთერში 14 წლის განმავლობაში გადიოდა, სრულდება. თვალი გადავავლოთ გავლენიანი ოჯახის თითოეული წევრის მიღწევებს.
ასევე ნახეთ: „კარდაშიანების ოჯახი“ მაყურებელს მე-20 სეზონით ემშვიდობება.
კიმ კარდაშიანი
ადრე: „მე მაქვს ტანსაცმლის მაღაზია და დიზაინერიც ვარ” – ასე წარუდგინა მაყურებელს თავი კიმ კარდაშიანმა. პირველ ეპიზოდში კიმი ძალიან ნერვიულობდა საკუთარ პორნოგრაფიულ ჩანაწერზე, რომელიც ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში გავრცელდა.
ახლა: კიმი ტანსაცმლისა და კოსმეტიკის ხაზის მფლობელი და მილიონერია. მისი ქმარია ქანიე უესთია, არის ოთხი შვილის დედა.
ქლოი კარდაშიანი
ადრე: ქლოი დებთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიას ხელმძღვანელობდა. საპილოტე ეპიზოდში მის შესახებ მეტს ვერაფერს ვიგებთ.
ახლა: ქლოის საკუთარი ჯინსის ბრენდი Good American აქვს. მისი ქმარი კალათბურთელი ტრისტან ტომპსონია, რომლისგანაც ერთი შვილი ყავს.
კორტნი კარდაშიანი
ადრე: პირველ ეპიზოდში კორტნის ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობა სკოტ დისიკთან.
ახლა: კორტნის მფლობელობაშია ბრენდი Poosh. სკოტ დისიკს დაშორდა და წყვილს ერთად სამი შვილი ჰყავს.
კრის ჯენერი
ადრე: კრისმა საპილოტე ეპიზოდში კიმის მენეჯერად გაგვაცნო თავი, რომელიც ქორწინების 16 წლისთავისთვის ემზადება.
ახლა: დრომ გვიჩვენა, რომ კარდაშიანების კლანის ნამდვილი ლიდერი სწორედ კრისია. 2014 წლიდან ის ქორი გემბლს ხვდება.
კაილი ჯენერი
ადრე: უბრალოდ 10 წლის ბავშვი
ახლა: კოსმეტიკის ბრენდის Kylie Cosmetics-ის მაგნატია. ჰყავს შვილი სახელად სტორმი.
ქენდალ ჯენერი
ადრე: უბრალოდ 11 წლის ბავშვი
ახლა: საერთაშორისო სუპერმოდელი
#კარდაშიანები #შოუსდასასრული #მაშინდაახლა #კულმინაციურიეპიზოდები
Tbilisi