ქუთაისში ე.წ. მწვანე ბაზარი გაიხსნა

0
დღეს ქუთაისში ე.წ. "მწვანე ბაზარი" გაიხსნა. მომხმარებელს აქ პროდუქტების შეძენა უკვე შეუძლია. იმერეთში სახელმწიფო რწუმენულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დანარჩენი ბაზრების ხელმძღვანელებთანაც. მისივე თქმით, ვირუსის პრევენციისთვის ბაზრებს გარკვეული სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ: გარდა ამისა, დღეს ვხსნით მეორე ბაზარს ქუთაისში, „ნიკეას“ ბაზარი მოქმედებდა ისედაც, გაიხსნება დღეს ე.წ. მწვანე ბაზარი ცენტრში. გარდა ამისა, სხვა რაიონების ბაზრის ხელმძღვანელებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რომ სტანდარტები დააკმაყოფილონ და ამის შესაბამისად გაიხსნება იმერეთში ამ კვირაში ბაზრები", -აცხადებს შალამბერიძე.
#ბაზრობა
#შალამბერძე
#kutaisidaily
0