სიშიშვლე,როგორც გამოხატულება თავისუფლების!

0
ისე, როგორც არადროს ქართულ საზოგადოებაში მრავლად არიან მოაზროვნეები.ამ დროის მოაზროვნეების მთავარი პრობლემა კი ძირითადად უმოქმედობაშია.შეიძლება თქვათ როგორ არიან ახლა ისინი ყველაზე მრავლად, როცა ქართულ ისტორიაში ოქროს თაობები გვყოლია.მართალია გვყავდა ოქროს თაობები თუმცა მათი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იყვნენ იმაზე ცოტა ვიდრე საჭირო იყო იმაზე განსხვავებული ინტერესების და ღირებულებების ვიდრე ამას ქვეყანა და მისი ამბიციები მოითხოვდა.დღეს კი იქიდან გამომდინარე, რომ განათლების მიღება ყველასთვის გახდა შესაძლებელი პიროვნებები ბევრად ადრე ყალიბდებიან.უყალიბდებათ პიროვნება და აზროვნება.ჩნდება კითხვა. რა არის თავად აზროვნება ? აზროვნება ეს არის ინტელექტისა და გარესამყაროსგან მიღებული ინფორმაციის სინთეზი, რომელიც რამდენიმე ეტაპის შემდგომ განიხილავს ისეთ მოვლენებს, რაც მის გარშემო სამყაროს არ უკავშირდება. იძენს ფიქრის უნარს და ამას ხან კარგი საქმისთვის იყენებს ხანაც ცუდისთვის!აზროვნება არის თითქოს ის დეტალი, რომელიც ადამიანს საკითხიდან გამომდინარე დაკარგული ფრაგმენტის ძებნაში ეხმარება და განიხილავს სხვადასხვა გზებს! თუმცა დღეს ვისაუბრებთ არა აზროვნებაზე და ფიქრზე, არამედ მის ყველაზე საშინელ ვერსიაზე!ფსევდო აზროვნებაზე. ფსევდო აზროვნების ძირითადი მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ ქართულ არასამთავრებო ორგანიზაციების უმრავლესობაში და აქ ფაქტებით გაეცნობით ამ ტვინის წვალებას! მოდით ავხსნათ რა გადის ფსევდო აზროვნებაში! ფსევდო აზროვნება არის, როცა პიროვნება აკეთებს რაიმე ეპატაჟურს მორალურად სამარცხვინოს იმ სოციუმისთვის(შეიძლება საკუთარი თავისთვისაც) და ამით გამოყოფს მის ინდივიდს ბრბოსგან.იგი ამით ამბობს, რომ მისი აზრი და გონი განსხვავდება იმ ცხოველებისგან, რომელთაც ახლახანს გამოეყო და იგი ბევრად უფრო განსხვავებულია ვიდრე დანარჩენი მასა.განსხვავებულობის წყურვილი ქმნის ფსევდო აზროვნებას ანუ იმიტაციას იმის, რასაც ჩვენ აზროვნებას ვუწოდებთ.ამ იმიტაციაში არ არსებობს არც ლოგიკა და არც აზრი მას აქვს მხოლოდ მიზანი და ისიც რამდენიმე საათიანი. ასევე ფსევდო აზროვნების მაგალითია საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც მოაზროვნის გარკვეული რთული საკითხების დამახსოვრება მისი ახსნის გარეშე და შემდგომ ამ საკითხების საუბარში გამოყენება ესეც იმიტირებული აზროვნებაა, რითაც ფსევდო მოაზროვნე ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი და საზოგადოებაში და შეიქმნას მოაზროვნის იმიჯი.ამ ორ კატეგორიაში გადის თითქმის ნახევარი საქართველო და გავდივარ მეც, მაგრამ შემდეგი ნაწილი არის ნამდვილი ევოლუცია ტვინის წვალების და ინტელექტის როგორც მოცემული რესურსის გაუპატიურების. ეს არის ცხოველთა ნაწილი, რომელსაც არ ესმის სიშიშვლის აზრი და ვერ ხვდება გარკვეულ პერიოდებში რა როლი ეჭირა მას.იგი ამას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი ხარბი ეგო გამოკვებოს იმაზე ფიქრით რომ თუ ამას გააკეთებს საზოგადოებრივად დადგენილ იდეოლოგიურ წესებში ჩაჯდება, როგორც თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელე და აბსურდია.ნუ ცდილობთ დამალოთ თქვენი სიუვიცე, რადგან ყველაფერს სჭირდება განვითარება და დრო.ნუ ცდილობ დამალოთ სიუვიცე მომავალ ქმართან ან ცოლთან, რადგან გეყოლებათ შვილი ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ თქვენზე ჭკვიანი და როცა თქვენს ამ ყალბ გამოვლინებას დაინახვს ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ მის თვალში!იქამდე კი ბევრი წყალი ჩაივლის თქვენც და მეც შევეცადოთ ეს ვითომ მცოდნეს იმიჯი დავანგრიოთ და დავიწყოთ არაფრისგან მართლაც, რომ ჩვენი თავისუფალი აზროვნების შექმნა, რომელსაც შეზღუდვები არ გააჩნია!
0