ბილი მილიგანი, რომლის ცნობიერებაში 24 სხვადასხვა პიროვნება დაიბადა.

0
? უილიამ სტენლი მილიგანი დაიბადა 1955 წლის 14 თებერვალს (გ.დ.12დეკემბერი 2014) აშშ-ში. სანამ კონკრეტულად ამ ქეისზე ვისაუბრებ მოკლედ განგიმარტავთ რას ნიშნავს - იდენტობის დისოციაციური აშლილობა. ეს არის ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელზეც თითქმის ყველა ფსიქოლოგი თანხმდება რომ ტრავმის შემდეგ ყალიბდება, რათა პიროვნებამ თავი აარიდოს, გაექცეს სიტუაციებს, რომელთა დაძლევაშიც მათი ნამდვილი "მე" უძლურია. ასეთ პირებში ორი, ან მეტი პიროვნება ცხოვრობს, სქესსა და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გაჩენილმა პიროვნებებმა მთავარი , "მე"-ს დაცვა შეძლონ. ? ბილი მილიგანის საქმე აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიაა. ბილის მამამ თავი მოიკლა, როდესაც ბილი 4 წლის იყო. დედა მალევე გათხოვდა. ბილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი მას სისტემატიურად აუპატიურებდა, ცოცხლად მარხავდა, თითებით კიდებდა და მრავალ სხვა საწამებელ გზას ნახულობდა. დამტკიცებული არაა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით სწორედ ეს გახდა ბილის პიროვნების აშლილობის მიზეზი. ?‍♂️ ბილი დააკავეს შეიარაღებული ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ პოლიცია მალევე მიხვდა, რომ მისი საქმე ძალზედ უცნაური იყო, ამიტომ სასამართლოდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს მალევე, სადაც ელექტროშოკით მკურნალობდნენ, რასაც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს გარკვეული პერიოდის მანძილზე დადებითი შედეგი ჰქონდა. (ეს სასტიკი მეთოდი დღეს არ გამოიყენება). ჯერ კიდევ პოლიციის განყოფილებაში მყოფი ბილი ვერ იხსენებდა რა მოხდა, ან დაკითხვაზე როგორ აღმოჩნდა. ბილი პირველ ორ მთავარ პიროვნებაზე დადებითად საუბრობდა, მისი თქმით მეორე ჯგუფის ორი პიროვნება კი ყველაფერ ცუდს ჩადიოდა . ახლა გაგაცნობთ ბილის რამდენიმე პიროვნებას, მაგრამ იმასაც დავძენ რომ აღმოჩენილია ბილის 24 პიროვნება, მაგრამ ფსიქოლოგები ვარაუდობდნენ რომ 24-ზე მეტი პიროვნება გაჩნდა ე.წ. "მკურნალობის" პერიოდში. ? რაგენი - 23 წლის იუგოსლავიიდან, საუბრობდა აქცენტით. ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყო, მას "სიძულვილის შემნახველსაც" უწოდებდნენ, რადგან ბილისა და მის სხვა სუსტ პიროვნებებს იცავდა ბოროტი სამყაროსგან. რაგენი იყო გახვეული შეიარაღებულ ძარცვებში. ?‍? ადალანა - 19 წლის ლესბოსელი გოგო, რომელსაც სიყვარული სწყურდა და ამის მისაღებად ძალადობასაც მიმართავდა. ის იყო გაუპატიურებაში ბრალდებული, ამასთანავე ადალანა იყო ერთ-ერთი ბილის პიროვნება, რომელსაც დაუკითხავად შეეძლო გამოჩენა. ?‍? არტური - 22 წლის ბრიტანელი განათლებული ყმაწვილი, დამახასიათებელი ბრიტანული აქცენტით, რომელიც კარგი სტრატეგიებითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. მასაც შეეძლო ნებისმიერ დროს დაპატრონებოდა ბილის სხეულს. ?‍♂️ალენი - ის იყო ერთადერთი პიროვნებათა ჯგუფში, რომელიც ეწეოდა. იგი ძიროთადად მაშინ ჩნდებოდა, როცა ბილი ცუდ სიტუაციაში იყო და თავის დაძვრენაში ეხმარებოდა. განსხვავებით ბილისაგან ალენი ცაცია იყო. ? დეივიდი - 8 წლის. ის ჩნდებოდა მაშინ, როცა ბილის ტკივილთან შეჯახება უწევდა, საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან ის ისეთ ტკივილსაც უძლებდა, რომელსაც სხვა პიროვნებები გაურბოდნენ.
#tbilisi
#psychology
#billymilligan
#Multiplepersonas
#events
#ბილიმილიგანი
#ფსიქოლოგია
#პიროვნებისაშლილობა
0