"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..."

0
მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ქართველი გოგონას ამბავი❤️ლილე აბ­სან­ძე ერთ-ერ­თია იმ 139 პა­ცი­ენ­ტი­დან, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს. გო­გო­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში 28 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ლილე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს: "მგო­ნი უკვე ყვე­ლამ იცით, მაგ­რამ იმ 139 ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მე­ლიც covid19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურ­ნა­ლობ­დი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და იქე­დან სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ვე­დი. მარ­თა­ლია, ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ნი იმა­ზე ხართ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის­გან თავი რო­გორ და­იც­ვათ, სახ­ლში რო­გორ დარ­ჩეთ და რა თქვა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ამ დი­ლით, მაგ­რამ მა­ინც მო­გიყ­ვე­ბით, რა ხდე­ბა როცა კო­რო­ნა გი­დას­ტურ­დე­ბა და ამ სი­გი­ჟე­ებს უკვე პა­ლა­ტი­დან კი­თხუ­ლობ. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ ტექ­სტში წე­რია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, წყალ­გა­უ­ვა­ლი სი­მარ­თლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზეც ნამ­დვი­ლად არ ვრცელ­დე­ბა. ჩემი ამ­ბა­ვია მარ­ტო. მე მარ­ტის ბო­ლოს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი ფილ­ტვე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ან­თე­ბით. სა­ერ­თო პა­ლა­ტა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც კონ­ტაქ­ტე­ბი და­მა­ლა (მე ასე ვიცი) და რო­გორც შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ავად. 2 დღე ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვმკურ­ნა­ლობ­დი პა­ლა­ტა­ში და შემ­დეგ სახ­ლში გამ­წე­რეს. კი­დევ ორი დღის მერე, და­მი­რე­კა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა და გა­და­მიყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. მე­ო­რე დღეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ამი­ღო ნა­ცხი ცხვი­რი­დან და ხა­ხი­დან და 6 სა­ათ­ში და­მი­დას­რუტ­და კო­ვიდ-19. მო­სა­ყო­ლად ხო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ მგო­ნი ყვე­ლა­ზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ნამ სას­წრა­ფო მო­ვი­და, 20 წუთი ყვვე­ლა­ფერს გა­ნურ­ჩევ­ლად ვჩურ­თავ­დი ჩან­თებ­ში, თან მე­ტი­რე­ბო­და, თან ვი­გი­ნე­ბო­დი, თან ჩე­მებს ვუყ­ვი­რო­დი ახ­ლოს არ მო­სუ­ლიყ­ვნენ და არა­ფერ­ში დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ და თან მარ­ტო იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყვე­ლას გვჭირს. არ გვჭირ­და ყვე­ლას, არა­ვის ჭირ­და ჩემ გარ­და, მაგ­რამ ეს არც მა­შინ ვი­ცო­დი, არც მომ­დევ­ნო 14 დღე ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე ახ­ლაც არ მჯე­რა. დღე­საც, დე­და­ჩემს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მარ­ტო იმას ვუს­მენ, რო­გორ სუნ­თქავს და ხომ არ ახ­ვე­ლებს. რო­გორც მე ვი­კონ­ტრო­ლებ­დი ტემ­პე­რა­ტუ­რას ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში, ისე ვა­კონ­ტო­ლებ­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რას დის­ტან­ცი­უ­რად. , ,
#news
#opinion
#coronavirus
#stopcovid19
#stayathome
Tbilis
i
0