0
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის უამრავი სახეობა, მაგრამ საოცარია ის, რომ გენეტიკურად ჩვენ თითქმის არაფრით არ განვსხვავდებით მათგან და რაღა თქმა უნდა, ამ უძველესი ადამიანების გენებიც ძალზე მცირედ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ერთი და იგივე წინაპარი გვყავს-აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი. გენეტიკური მრავალფეროვნება განისაზღვრება საინტერესო მაჩვენებლით-პოპულაციის ზომებით. ეს მაჩვენებელი მიგვითითებს, თუ რამდენია ინდივიდია საჭირო, რომ შეიქმნას არსებული პოპულაცია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითად: იმისათვის, რომ შეიქმნას დედამიწაზე ამჟამად არსებული ადამიანების რაოდენობა-7 მილიარდი კაცი, საჭიროა ჩვენი სახეობის მხოლოდ 15 ათასი ერთეული ანუ 15 ათასი ადამიანი, ხოლო თაგვებს იმისათვის, რომ ამჟამად დედამიწაზე არსებულ პოპულაციას მიაღწიონ, ესაჭიროებათ 733 მილიონი ერთეული
#history
0