დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა სრულად აღდგება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142217 დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ისე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ. პირველი ეტაპის ფარგლებში დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. აგრარული ბაზრები დღეიდან, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც გაიხსნება. მათ შორის ბათუმში მდებარე ღია აგრარული და თევზის ბაზრები. ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია. ადგილზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია.
0