https://primetime.ge/ekonomikuri-saqmianobebi-romelits-dghidan-dasashvebi-khdeba/
დღეიდან ანუ 27 აპრილიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა. მის ფარგლებში დაშვებულია:
სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო);
მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა;
მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
ტაქსების ოპერირება;
ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება.
საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს აკმაყოფილებენ.
მათ შორის, ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება;
ე.წ. ონლაინ ვაჭრობა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანი იქნება.
პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.