ტოპ 4 ცნობილი ლოკაცია საქართველოში, რომელმაც იმედი გამიცრუა

0
არსებობენ ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, თუმცა ფოტოებზე აღბეჭდილი - ნანახს საკმაოდ ჩამორჩება. სწორედ ასეთი ლოკაციების ოთხეულს გთავაზობთ ამ პოსტში: 1. ლელთის ტბა - მახსოვს, იმდენი ვიარეთ, დილა უთენია ავდექით, არც საჭმელი გზაში, ვიჯაყჯაყეთ და როცა ვნახეთ - აი, ნუ ერთი, ჩვეულებრივი ტბა :)) 2. ლაილაში - ესეც საოცრება იყო, ლამის ფეხით ავედით, ერთი სული გვქონდა და ჰოპ: რაღაც გუბე, საიდანაც ფოტოები ძალიან ლამაზი გამოდის, მაგრამ მიმოიხედავ და ემოციებზე უცებ ცივი წყლის გადასხმასავითაა :) 3. დაშბაშის კანიონი - კი, ესეც ულამაზესია ფოტოებზე და რეალურ ცხოვრებაში, არც ისე, როგორც ფოტოებზე. 4. მახუნცეთის ჩანჩქერი - აჭარას ისეთი საოცარი ჩანჩქერები აქვს, რომ აი ეს რატომ არის ასეთი პოპულარული - ვერაფრით ვხსნი და მომკალით! რაც გამომრჩა - კომენტარების სეზონს, გახსნილად ვაცხადებ! :)))
0