აგრარული ბაზრების უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს — მინისტრი

ByOn.geGeorgia
0
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს. ლევან დავითაშვილის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან კომუნიკაციით, დეტალური გაიდლაინები შეიმუშავა, რომლებიც ჰიგიენურ-სანიტარული სტანდარტების დაცვასა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას უზრუნველყოფენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს პირობები თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს, იქნება ეს საცალო თუ საბითუმო, თუმცა არსებული 80 ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0