BBC: რიგი ქვეყნები ეტაპობრივად ამცირებენ დაწესებულ შეზღუდვებს

0
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ თითქმის 3 მლნ-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000 ადამიანზე მეტია. დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - თითქმის 1 მლნ. ადამიანი, შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. ამავდროულად, ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მცირდება COVID-19-ით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა და ამის ფონზე, ზოგიერთი სახელმწიფო საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს. აშშ-ის არაერთი ცალკეული შტატიც, დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას აპირებს. იტალიაში, სადაც მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი - 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 მაისიდან, არსებული მკაცრი ზომების შემსუბუქება იწყება. ბარებსა და რესტორნებს ე.წ. takeaway საკვების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. ამ ეტაპზე მხოლოდ საკურიერო მომსახურება მოქმედებს. გარდა ამისა, იტალიის მოქალაქეებს, მხოლოდ ცალკეული პროვინციის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალება ექნებათ. ექნებათ ახლობლების მონახულების, ასევე დაკრძალვების ორგანიზების უფლება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ერთდროულად შეიკრიბება არაუმეტეს 15 ადამიანი. ესპანეთში გასულ შაბათ-კვირას მიეცათ ბავშვებს ქუჩაში პირველად გასვლის უფლება. ხოლო საფრანგეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქება 11 მაისიდან დაიწყება. აშშ-ის ზოგიერთმა შტატმა 1 თვის წინ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი, 55 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით დაინფიცირების უკვე 87 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. არსებული მოცემულობით, რუსეთმა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობით უკვე ჩინეთს გაასწრო. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა სამხედრო ნაწილებში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევები. რუსეთის მასშტაბით 900-მდე სამხედრო მოსამსახურეა დაავადებული. ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩინეთის ქალაქებში - პეკინსა და შანხაიში გაიხსნა საჯარო სკოლები. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხი სწრაფად მცირდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახალ ირეგულაციები მოქმედებს, რომლის მიხედვით, პიროვნება, რომელიც დახველების ან დაცემინების დროს „პირზე ხელზე არ მიიფარებს“ და ამავდროულად პირბადეს არ ატარებს, დაჯარიმდება. სამხრეთ კორეა თანდათანობით უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. გაიხსნა ეკლესიები და მოსახლეობას პირბადის ტარებას, ასევე დისტანციის დაცვას სთხოვენ. ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, ეს სახელმწიფო მალე შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას და უახლოეს მომავალში მოიხსნება საკარანტინო რეჟიმი. ირანში, სადაც კორონავირუსით დაავადების გამო უკვე 5 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მეჩეთების გახსნას გეგმავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ამცირებს დაწესებულ შეზღუდვებს და ზოგიერთ მარკეტსა თუ მაღაზიას, მუშაობის საშუალებაც მიეცა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Digest: nearly three million people with coronavirus in the world, the world is increasing military spending (27.04.2020), www.bbc.com
#coronavirus
#world
#countries
#quarantine
#headline
#stopcovid19
0