ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი "

0
⭐️ ჯეიმს იუჯინ ქერი დაიბადა 1962 წელს, კანადაში. ??? ⭐️ მისი კარიერა მოიცავს ოქროს გლობუსის 7 ნომინაციას და აქედან 2 ჯილდოს ფილმებისთვის : “თრუმენის შოუ”(1999) და “ადამიანი მთვარეზე”(2000). ??️ ⭐️ამათ გარდა მას აქვს სხვა 47 ჯილდო და 95 ნომინაცია. ?️? ⭐️ ადრეულ წლებში ჯიმი და მისი ოჯახი მუშაობდნენ ქარხანაში რათა ცხოვრებისთვის მინიმალური სარჩო მოეპოვებინათ. ⭐️ჯიმი 16 წლის ასაკში სკოლიდან გამოუშვეს. ⭐️ბავშვობაში იძინებდა ფეხსაცმლით, იმ შემთხვევაში თუ ღამით მის ოჯახის წევრებს გართობა მოესურვებოდათ.❤️ ⭐️ მამა პირველად გახდა 25 წლის ასაკში, როცა მისმა ყოფილმა ცოლმა მელისა ქერიმ გააჩინა გოგონა სახელად ჯეინი 1987 წელს. ?‍?? ⭐️ ხოლო ბაბუა გახდა 48 წლის ასაკში, როცა ჯეინმა გააჩინა ბავშვი სახელად ჯექსონი. ?? ⭐️ 1999 წლიდან 2000 წელამდე დანიშნული იყო რენე ზელვეგერზე(ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი), მათ ჰქონდათ ქორწილის გეგმებიც თუმცა ყველაფერი ჩაიშალა. ?? ⭐️ 2004 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, რითაც გახდა ორი ქვეყნი( მშობლიური კანადისა და აშშ-ს) მოქალაქე. ????? ⭐️ მსახიობობა ისწავლა ლეგენდარული მწრთვნელის, ლარი მოსისგან. ? ⭐️ ჯიმი ამბობს რომ მისი მტკივნეულად მორცხვი და მოსიყვარულე პერსონაჟი ჯოელი, ფილმიდან “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” ცხოვრებაში ცოტათი ჰგავს მას და გადაღებებზე იგი ფიქრობდა და იყენებდა მაგალითებად თავის განვლილ და ჩავარდნილ ურთიერთობებს. ? ⭐️ ჯიმს უმუშავია სერიალ “მეგობრების” ორ მსახიობთან ერთად. ესენია: კორტნი კოქსი - “ეის ვენტურა”(1994) და ჯენიფერ ენისტონი - “ყოვლისშემძლე ბრიუსლი”(2003).❤️ ⭐️ “People Magazine” -ის მიერ შესული იყო 50 ყველაზე მშვენიერ ადამიანთა სიაში, ასევე “UK magazine”-ის 1997 წელს შედგენილ სიაში “ტოპ 100 ყველა თაობის საუკეთესო კინოვარსკვლავი” 54-ე ადგილას იმყოფებოდა. ?? ⭐️ ენდი კაუფმანი იყო ამერიკელი კომიკოსი, მწერალი, არტისტი ვისი როლიც ჯიმმა შეასრულა ფილმში “ადამიანი მთვარეზე”(1999). ⚡? ⭐️ ასევე ენდი კაუფმანსა და ჯიმს, ორივეს აქვს დაბადების დღე 17 იანვარს. ❤️ ⭐️ რეპერ თუფაქ შაკურის (2Pac) საყვარელი მსახიობი იყო ჯიმ ქერი. ციხეში ყოფნის დროს კი ჯიმი წერილებს უგზავნიდა მას რათა გაემხიარულებინა.❤️ ⭐️ განიხილებოდა ჯეკ ბეღურას როლზე “კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის”, ასევე უილის როლზე ფილმისთვის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, თუმცა ორივე როლი ჯონი დეპმა მიიღო. ?‍☠️? ⭐️ “დოქტორი ვინ”-ის შესახებ არაფერი იცოდა სანამ დოქტორის როლი არ შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა, დიდი პასუხისმგებლობა უწოდა, რადგან მისი აზრით, ფანებს არ მოეწონებოდათ დოქტორის როლი შეესრულებინა ისეთ მსახიობს, რომელსაც მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი ჰქონდა განაგონი. ? ⭐️ ჯიმი პირველი მამაკაცი მსახიობია რომელმაც ერთი როლისთვის მიიღო 20 მლნ დოლარი. ეს იყო ფილმი “კაბელის ხელოსანი”(1996). 4 წლის შემდეგ, 2000 წელს კი ჯულია რობერტსი გახდა პირველი ქალი მსახიობი რომელსაც გადაუხადეს 20 მლნ დოლარი ფილმისთვის “ერინ ბროკოვიჩი”. ?? ⭐️ ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ჯიმი მისი საუკეთესო მეგობარი მამაკაცია. ? ⭐️ჯეკ ნიკოლსონმა ჯიმ ქერის უწოდა “შემდეგი თაობის ჯეკ ნიკოლსონი”. ? ⭐️ ჯიმი დიდი ფანია სერიალ “ვარდისფერი პანტერის”. ? ? ჯიმის ყოფილი შეყვარებული 2015 წელს გარდაიცვალა ზედოზირებისგან. ? ? “ვინც ქორწინება გამოიგონა, ძალიან სულელი ყოფილა, რადგან ქორწინება ამბობს: “მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ რომ ამ ამბავში ჩავრავ მთავრობას და ვეღარასდროს მიმატოვებ” ?
#ჯიმქერი
#ქერი
#მსახიობი
#hollywood
#facts
#goodplaces
#news
#opinion
#photo
#funny
#art
0