გლოვა

0
ჩინური გამონათქვამის მიხედვით, “ახალგაზრდობაში მშობლ(ებ)ის, შუა ხნის პერიოდში მეუღლის და ხანდაზმულობაში შვილის დაკარგვა ცხოვრების სამი ყველაზე დიდი ტრაგედიაა” (Zhang & Jia, 2018).
მძიმე დანაკარგს (bereavement), რომელსაც კანდტი არანორმატიულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად მოიხსენიებს (1994) და შესაბამისად მისი დაძლევის სირთულეზე მიუთითებს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, 140 მილიონი ბავშვი (18 წლამდე ადამიანი) განიცდის. დანაკარგი ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული დანაკარგის მდგომარეობაა (American Psychiatric Association, 2013). იგი იწვევს გლოვას (grief), რომელიც ბუნებრივი რეაქციაა დანაკარგსა და გარდაცვალებაზე (Goldman, 2001). მას გამოვცდით ფიქრებისა და გრძნობების სახით, როდესაც ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვკარგავთ (Wolfelt, 2007). მისი “არანორმატიულობიდან” (Kandt, 1994) გამომდინარე, საინტერესოა რა როლი ენიჭება მშობლის გარდაცვალებას სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თეორიებში. თუ ფსიქოანალიტიკურ თეორიებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ფროიდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მშობლის გარდაცვალების დიდი როლი შეამჩნია დეპრესიის ნიშნების განვითარებაში (Breier, 1988). 1917 წლის სტატიაში „გლოვა და მელანქოლია“ ფროიდი აქცენტს აკეთებს იმ პროცესებზე, რომლებსაც მგლოვიარე გაივლის, რათა ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას შეეგუოს. ავტორის აზრით, ფაქტორები, რომლებიც მგლოვიარეს დანაკარგთან შეგუებაში ხელს უშლის, გარდაცვლილის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება, მანამდე არსებული იდენტობის პრობლემები და საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენაა (Freud, 1917).
მიჯაჭვულობის თეორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავს პოზიციას იზიარებს ჯონ ბოულბიც, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ პატარა ბავშვებიც კი გლოვობენ მიჯაჭვულობის ფიგურისგან დაშორებას ან მათ გარდაცვალებას (Bowlby, 1973). ამას გარდა, ავტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გადაუწყვეტელ ბავშვობის გლოვასა და მოზრდილობაში ფსიქოპათოლოგიას შორის კავშირი უნდა არსებობდეს. ამავე პოზიცაზე იდგა ზიდმუნდ ფროიდიც (1917). შესაბამისად, ლიტერატურაში მოგვეპოვება კვლევები, რომლებიც მსგავსი ჰიპოთეზებიდან გამომდინარეობენ. მაგალითისთვის, ნორვეგიაში ჩატარებული კვლევა მოწმობს დაობლების შედეგად სუიციდის მომატებულ რისკზე (Burrell, Mehlum & Qin, 2018), მაგრამ მსგავსი კვლევების ფონზე ასევე არსებობს ლიტერატურული მიმოხილვები, რომლებიც მიუთითებს იმ მეთოდოლოგიურ უზუსტობებზე, რომლებიც შედეგზე მოახდენდნენ გავლენას (Stikkelbroek, Prinzie, Graaf, Have & Cuijpers, 2012). ამ კვლევათა შეზღუდვად შეგვიძლია განვიხილოთ არარეპრეზენტატულ შერჩევა (მათი უმეტესობა ეყრდნობა საავადმყოფოს შერჩევას), არაადექვატურ საკონტროლო ჯგუფები და გარეგანი ცვლადების არასაკმარისი კონტროლი. შესაბამისად, რთულია ცალსახად ვისაუბროთ ბავშვობაში დაობლებასა და მოზრდილობაში ფსიქოპათოლოგიის განვითარებას შორის კავშირზე.
როგორც ჩანს, გარკვეულწილად იკვეთება კავშირი მშობლის გარდაცვალებასა და ფსიქოპათოლოგიას შორის. მაგრამ, უნდა დავამატოთ ისიც, რომ თავად გლოვა, როგორც აშლილობა DSM-სა და ICD-შიც არის შეტანილი. ინდივიდთა უმეტესობა ნორმატიულ ფუნქციონირებას უბრუნდება დანაკარგის შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანი უმცირესობა “გართულებულ” (სხვა სიტყვებით: გახანგრძლივებულ, შეუსაბამო, ან პათოლოგიურ) გლოვას გამოცდიან გარდაცვალებიდან ექვსი ან მეტი თვის განმავლობაში (Thurman, Taylor, Luckett, Spyrelis  & Nice, 2018). ცალკე ყურადღებას იმსახურებს სიმსივნის შედეგად მშობლის გარდაცვალება და მისი შემდგომი ეტაპი. სიმსივნით დიაგნოსტირება, მკურნალობა და შემდეგ გარდაცვალება ხანგრძლივი პროცესია. საინტერესოა ერთ-ერთი, ჯორჯიას უნივერსიტეტის კვლევა (McClatchy, 2009), სადაც გამოიყო რამდენიმე სახის დანაკარგი: ძალადობრივი/მოულოდნელი და მოსალოდნელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსალოდნელ გარდაცვალებასთან. როგორც კვლევიდან ჩანს, ბავშვებს, რომლებმაც მშობელი დაკარგეს, ბავშვობის ტრავმატული გლოვისა (CTG) და პოსტტრავმული შფოთვითი აშლილობის (PTSD) ნიშნები აღენიშნებოდათ. რაც შეეხება მშობლის გარდაცვალების სახეს, მას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია CTG-სა და PTSD-ის ნიშნების ინტენსივობაზე.
ბავშვობის გართულებული გლოვა მწუხარების, პოსტტრავმული აშლილობისა და დეპრესიის სიმპტომთა კომბინაციაა, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალებას ახლავს თან (Brown, Goodman, Ritholtz & Swiecicki, 2018). იგი გულისხმობს, რომ ტრავმასთან დაკავშირებული ტრიგერები (სიტუაციები, ადგილები, ადამიანები, ხმები და ა.შ.) სტრესის გამომწვევი შეიძლება გახდეს ბავშვისთვის და ფლეშბექების სახით აღუდგეს მეხსიერებაში (Cohen & Mannarino, 2019). რაც შეეხება გართულებულ და გაურთულებელ გლოვას (American Psychiatric Association, 2013), გართულებული გლოვა სიმპტომთა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც გლოვასთან დაკავშირებული დეპრესიისგან, შფოთვისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობისგან განსხვავდება (Barnes, Dickstein, Maguen, Neria, Litz, 2012). გაურთულებელი გლოვის დროს, პრეპუბერტატის ასაკში ბავშვები სიკვდილის გაუდაუვალობისა და სულის კონცეპტის მიმართ უფრო რეალისტურები ხდებიან. შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვები ადრეულ ასაკთან შედარებით იაზრებენ, რომ, თუმცა სხეული გარდაცვლილი და დამარხულია, ადამიანის სული შესაძლოა ცხოვრებას აგრძელებდეს სამოთხეში, ან ადამიანების ფიქრებში (Lonetto, 1980). ამის მიუხედავად, მათ შესაძლოა მაინც ახასიათებდეთ ე.წ. „მაგიური ფიქრები, “ რომელიც უფრო მეტად ერგება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს და გულისხმობს, რომ ისინი თავიანთ თავს გადამეტებულად აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ სიკვდილს შეცვლიან. პრეპუბერტატის ასაკში მაგიური ფიქრები გულისხმობს, რომ ბავშვები მიიჩნევენ, რომ საკუთარ ქმედებებს შეეძლოთ გარკვეულწილად გამოეწვიათ ძვირფასი ადამიანის სიკვდილი (Cohen & Mannarino, 2019).
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს-დღეობით მიმდინარეობს მსჯელობა გართულებულ და გაურთულებელ გლოვას შორის ზღვრების დადგენაზე, რომლებიც არც თუ ისე ნათელია და ცრუ დადებითის (false positive) რისკებს ზრდის  (Dodd, Guerin, Delaney & Dodd, 2019). Arizmendi და O’Connor (2015) თავიანთ ლიტერატურის მომოხილვაში ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას: “რა არის  ნორმა გლოვის დროს?” და აღნიშნავენ გლოვის ნორმის ოპერაციონალიზაციის სირთულეებს, არათუ მხოლოდ მისი შეფასების. ცხადია, მოგვეპოვება გლოვის კითხვარები, მათ შორის 28-პუნქტიანი Extended Grief Inventory (EGI), Prolonged Grief Disorder scale, PG-13 (Pohlkamp, Kreicbergs, Prigerson & Sveen, 2018) და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს Kübler-Ross-ის (1969) გლოვის 5-სტადიანი (ემოციური მგრძნობელობის დაკარგვა, ტანჯვა, სიბრაზე, უიმედობა და აღიარება) მოდელი, თუმცა, როგორც ლიტერატურა მოწმობს, მგლოვიარე ინდივიდები უამრავ სიმპტომს ავლენენ გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მაგრამ არა სპეციფიკური თანმიმდევრობით (Maciejewski, Zhang, Block & Prigerson 2007). ტრადიციულად, გლოვის პერიოდის ათვლა იწყება დისტრესის მაღალი მაჩვენებლის დროს და მცირდება დროის განმავლობაში. შესაბამისად, გლოვის ეს ხაზი ითვლება დაძლევის გზად, რომელსაც მივყავართ გამოჯანმრთელებამდე (recovery) (Arizmendi & O’Connor, 2015). შესაბამისად, გლოვის პროცესის ეს გზა, კომბინაციაში კუბლერ-როსის ხუთ სტადიასთან ერთად, შეგვიძლია ჩავთვალოთ გლოვის ნორმატიულ, გაურთულებელ დაძლევის გზად. გამოყენებული ლიტერატურა American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. Barnes, J.B., Dickstein, B.D., Maguen, S., Neria, Y., Litz, B.T., 2012. The distinctiveness of prolonged grief and posttraumatic stress disorder in adults bereaved by the attacks of September 11th. J. Affect. Disorders 136 (3), 366–369. doi: 10.1016/j. jad.2011.11.022. Black, D. (1978). The bereaved child. Journal of Child Psychology and Psychiatry, 287–292. Bowlby, J. (1973). Attachment and loss. Vol 2. Separation: Anxiety and anger. London: Hogarth Press. Bowlby, J. (1979). The Bowlby-Ainsworth attachment theory. Behavioral and Brain Sciences, 637–638. Breier, A. (1988). Early Parental Loss and Development of Adult Psychopathology. Archives of General Psychiatry, 987-993. Brown, E. J., Goodman, R. F., Ritholtz, S. F., & Swiecicki, C. C. (2018). Psychometrics of the PTSD and Depression Screener for Bereaved Youth. Death Studies, 43(1), 20–31. doi: 10.1080/07481187.2018.1432719 Burrell, L. V., Mehlum, L., & Qin, P. (2018). Sudden parental death from external causes and risk of suicide in the bereaved offspring: A national study. Journal of Psychiatric Research, 96, 49–56. doi: 10.1016/j.jpsychires.2017.09.023 Cohen, J., Mannarino, A., Greenberg, T., Padlo, S., & Shipley, C. (2002). Childhood Traumatic Grief. Trauma, Violence, & Abuse, 307–327. Cohen, J. A., & Mannarino, A. P. (2019). Trauma-Focused Cognitive Behavioral Therapy for Childhood Traumatic Separation. Child Abuse & Neglect, 92, 179–195. doi: 10.1016/j.chiabu.2019.03.006 Crook, T., & Eliot, J. (1980). Parental death during childhood and adult depression: A critical review of the literature. Psychological Bulletin, 252–259. Dodd, A., Guerin, S., Delaney, S., & Dodd, P. (2019). Psychiatrists’, psychologists’ and counselors’ attitudes regarding complicated grief. Journal of Affective Disorders, 256, 358–363. doi: 10.1016/j.jad.2019.06.014 Dowdney, L. (2000). Annotation: Childhood Bereavement Following Parental Death. Journal of Child Psychology and Psychiatry, 819–830. Freud, S. (1917). Mourning and Melancholia. In J. Strachey, The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund Freud (pp. 243-258). London: Hogarth Press Ltd. Goldman, L. (2001). Breaking the silence: A guide to helping children with complicated grief – suicide, homicide, aids, violence, and abuse (2nd ed.). Ann Arbor, MI: Sheridan Books. Kandt, V. E. (1994). Adolescent bereavement: Turning a fragile time into acceptance. School Counselor, 203-211. Kennedy, B., Chen, R., Valdimarsdóttir, U., Montgomery, S., Fang, F., & Fall, K. (2018). Childhood Bereavement and Lower Stress Resilience in Late Adolescence. Journal of Adolescent Health, 63(1), 108–114. doi: 10.1016/j.jadohealth.2018.02.002 Killikelly, C., Bauer, S., & Maercker, A. (2018). The Assessment of Grief in Refugees and Post-conflict Survivors: A Narrative Review of Etic and Emic Research. Frontiers in Psychology, 9. doi: 10.3389/fpsyg.2018.01957 Kübler-Ross E. On death and dying. New York, NY: MacMillan; 1969 Lonetto, R. (1980). Children’s conceptions of death. New York: Springer. Maciejewski, P. K., Zhang, B., Block, S. D., & Prigerson, H. G. (2007). An Empirical Examination of the Stage Theory of Grief. JAMA, 297(7), 716. doi:10.1001/jama.297.7.716 McClatchy, I. S. (2009). The Prevalence of Childhood Traumatic Grief—A Comparison of Violent/Sudden and Expected Loss. OMEGA - Journal of Death and Dying, 305–323. “Orphans.” UNICEF, www.unicef.org/media/orphans. Otowa, T., York, T. P., Gardner, C. O., Kendler, K. S., & Hettema, J. M. (2014). The impact of childhood parental loss on risk for mood, anxiety and substance use disorders in a population-based sample of male twins. Psychiatry Research, 220(1-2), 404–409. doi: 10.1016/j.psychres.2014.07.053 Pohlkamp, L., Kreicbergs, U., Prigerson, H. G., & Sveen, J. (2018). Psychometric properties of the Prolonged Grief Disorder-13 (PG-13) in bereaved Swedish parents. Psychiatry Research, 267, 560–565. doi:10.1016/j.psychres.2018.06.004 Stikkelbroek, Y., Prinzie, P., Graaf, R. D., Have, M. T., & Cuijpers, P. (2012). Parental death during childhood and psychopathology in adulthood. Psychiatry Research, 198(3), 516–520. doi: 10.1016/j.psychres.2011.10.024 Thurman, T. R., Taylor, T. M., Luckett, B., Spyrelis, A., & Nice, J. (2018). Complicated grief and caregiving correlates among bereaved adolescent girls in South Africa. Journal of Adolescence, 62, 82–86. WHO (2015). Adult mortality rate. Geneva: World Health Organization. Wolfelt, A. D. (2007). The wilderness of grief: Finding your way. Fort Collins, CO: Companion Press. Zhang, Y., & Jia, X. (2018). A Qualitative Study on the Grief of People Who Lose Their Only Child: From the Perspective of Familism Culture. Frontiers in Psychology, 9. doi:10.3389/fpsyg.2018.00869
0