?????? ?? - Georgia/საქართველო: აბუდელაურის ფერადი ტბები/Colourful lakes

0
?აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ყველაზე მოკლე და მარტივი ბილიკია ამ ადგილის მოსანახულებლად. თუმცა ამ ტბების მონახულება ასევე შეგიძლიათ ჯუთა - აბუდელაურის მარშრუტის გავლით, რომელიც ორდღიანია, იწყება ჯუთაში და სრულდება როშკაში. აბუდელაურის ტბები მაისის შუა რიცხვებამდე თოვლითაა დაფარული, ხოლოდ აგვისტოში საგრძნობლად იკლებს და თითქმის შრება, ასე რომ საუკეთესო დრო აბუდელაურის ფერადი ტბების სანახავად გახლავთ ივნისი და ივლისი.
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#lake
#travelingeorgia
#იმოგზაურე
#იმოგზაურესაქართველოში
#მოგზაურობა
#nature
#naturalbeauty
#goodplaces
#art
#photo
Dusheti
0