რაციონალური კვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაადგინოთ, რამდენი კალორია გჭირდებათ. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი კილოკალორია. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა (რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს) და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა.
მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის ეს არის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია.
გთავაზობთ პროდუქტთა ენერგეტიკული ღირებულების ცხრილს, რათა თავად განსაზღვროთ თქვენი წონისთვის დღე-ღამეში მისაღებ კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა. ცხრილში მოყვანილია კილოკალორიების ოდენობა 100 გრამ პროდუქტში.
რძის ნაწარმი
თხის რძე - 68
ძროხის რძე 3, 5%-იანი - 64
ძროხის რძე 0, 5%-იანი - 39
რძე უცხიმო - 33
რძე ცხვრის - 107
რძის ფხვნილი - 479
შესქელებული რძე უშაქრო - 131
შესქელებული რძე შაქრით 8, 5%-იანი - 315
შესქელებული რძე მოხარშული - 84
ნაყინი პლომბირი - 223
ნაყინი ნაღების - 187
ნაღები 10%-იანი - 118
ნადუღი - 220
იოგურტი 1, 5%-იანი - 51
კეფირი 1%-იანი - 38
მაწონი - 85
არაჟანი 20%-იანი - 210
ხაჭო ცხიმიანი - 226
ხაჭო უცხიმო - 86
ხაჭო დიეტური - 170
რძე შოკოლადით - 81
ყველი
იმერული - 240
სულგუნი - 260
ქარხნის ყველი - 275
ცხვრის 50%-იანი - 298
მოხაჭოებული ცხიმიანი - 175
მოხაჭოებული უცხიმო - 99
ყველეული მოხაჭოებული - 305
შვეიცარიული - 346
ჰოლანდიური - 357
კვერცხი მთლიანი - 60; გული - 45; ცილა - 15
#კალორიულობა
#პროდუქტები
#ჯანსაღიკვება
#საკვები
Tbilisi