ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ცხოველები დაეპატრონნენ

0
ყოფილი პარლამენტის შენობასთან დღეს მხოლოდ პირუტყვებს თუ ნახავთ. ეს ადგილი ახლა მათ საძოვრებად იქცა. ტერიტორია ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გასულ კვირას აქ პარლამენტის "შესანდობარი წარმოთქვა" გოგი წულაიამ და ის იყო წელს ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შენობა "მოინახულა". შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან 2019 წელს გადაიტანეს, რამაც ქუთაისელთა ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ახალგაზრდები საპროტესტო აქციებსაც კი აწყობდნენ. მანამ სანამ ქალაქში პარლამენტს გადმოიტანდნენ, ამ ადგილს ისეთივე ფუნქცია ჰქონდა, როგორც ახლა - პირუტყვის საძოვრები იყო, თუმცა მაშინ ძროხებს ხედს არ უმშვენებდა შენობა, რომლის აშენება 340 მლნ-ზე მეტი დაჯდა. #ქუთაისი #ქუთაისისპარლამენტისშენობა #kutaisidaily
0