ქართველი ექთანი ბარსელონაში COVID-19-ით დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუ

0
დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე სამედიცინო პერსონალი იმყოფება. მედიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ინფიცირებულებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. უკვე 4 თვეა ექიმები, ექთნები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ებრძვიან მომაკვდინებელ ვირუსს. მიუხედავად იმისა, რომ მრავლად არის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, ისინი გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ უბრუნდებიან COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო პერსონალის შრომა დღეისთვის ფასდაუდებელია. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ექიმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი ესპანეთში მცხოვრები 34 წლის ნათია გავაშელიშვილია, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ექთნად მუშაობს. ნათიას ისტორია საკმაოდ საამაყო და გულისამაჩუყებელია. ნათია გავაშელიშვილი ყოველდღიურად 8 საათის განმავლობაში ბარსელონას ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობს, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ. ერთ-ერთი მორიგეობის დროს თავადაც დაინფიცირდა და 21 დღის განმავლობაში ებრძოდა მომაკვდინებელ ვირუსს. გამოჯანმრთელების და საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, ნათია მაშინვე დაუბრუნდა თავის საქმიანობას. ასევე საგულისხმოა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მან კორონავირუსისწინააღმდეგ შექმნილ ფონდში 200 ევროც გადარიცხა. „პრაიმტაიმი“ ბარსელონაში ნათიას ახლობელს დაუკავშირდა, რომელმაც მის შესახებ არაერთი საინტერესო დეტალი გვიამბო. „ნათია 14 წელია ემიგრაციაში იმყოფება და დაახლოებით 2 წელია რაც ექთანია. მარტოხელა დედაა და საქართველოში ერთ შვილს ზრდის. ერთგული მეგობარი, საუკეთესო დედა და ძალიან თავმდაბალი ადამიანია. 24 მარტს ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე და 2 დღეში დადებითი პასუხი მოვიდა. ძალიან დიდი სტრესი მიიღო, ოთხ კედელში გამოკეტილს ჰქონდა ბევრი უძილო ღამეც. პასუხისმგებელი იყო მასთან ერთად მცხოვრებ ადამიანებზეც, რომ მათაც არ გადადებოდათ ვირუსი. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება, ჰქონდა დიარია, მადის დაქვეითება და ხველა, განსაკუთრებით მძიმემე-8 და მე-9 დღეს იყო. მხოლოდ პარაცეტამოლს სვამდა, კრიზისულ დღეებში კი ნოშპას და გულის წამლებს იღებდა. 14 დღის შემდეგ ხელახალი ტესტი გაიკეთა და ისევ დადებითი პასუხი აჩვენა. 5 დღის შემდეგ ისევ გაიკეთა ტესტი და ამჯერად პასუხი უარყოფითი იყო. შეიძლება ითქვას რომ ხელახლა დაიბადა. ორი დღე გაჩერდა სახლში და მესამე დღეს სამსახურში ორმაგი შემართებით გავიდა. ეუბნებოდნენ, რომ 1 კვირა კიდევ გაჩერებულიყო და ძალები აღედგინა, მაგრამ მაინც გავიდა. სამყაროს სულ სხვა თვალით დაუწყო ყურება. ისედაც თბილი და კეთილი ადამიანი ორმაგად გასცემდა სითბოს. მეორე დღეს მომწერა, რომ ძალიან სუსტად ვარო, ძლივს ვიმუშავე და ძლივს მოვედი სახლშიო. პირველი ორი დღე ძალიან გაუჭირდა მუშაობა. ამასთან, იყო პერიოდი როდესაც ჰოსპიტალში პირბადეების და ანტისეპტიკური ხსნარების დეფიციტი ჰქონდათ. ნათია წავიდა და თავის მეგობარს, რომელიც სტილისტია, 4 ცალი პირბადე გამოართვა და კლინიკაში მიიტანა.- გვიყვება მარი ლიპარტელიანი. ნათიას გმირობა და თავდადება არ გამორჩენია მის კიდევ ერთ მეგობარს, რომელმაც ქართველ ექთანს ასეთი პოსტი მიუძღვნა.
0