ჩახუტების მაგიური ძალა

0
❤️ "I have learned that there is more power in a good strong hug than in a thousand meaningful words" -Ann Hood ? ? ჩახუტება აკავშირებს ერთმანეთთან სხეულსა და ცნობიერებას და იყენებს ამ კავშირს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის აახლოებს ადამიანებს, ანგრევს ბარიერებს. აგვარებს და თავიდან გვაცილებს კონფლიქტებს. ⚡ იმ ენერგიის შესწავლა, რომელსაც თითოეული ადამიანი ასხივებს, გვაძლევს საფუძველს ვამტკიცოთ, რომ უბრალოდ შეხება, ხელის ჩამორთმევა, თუ ჩახუტება არის გამოჯანმრთელების უმნიშვნელოვანესი წყარო, ვინაიდან სიყვარული – ეს არის ყველაზე ძლიერი გამაჯანსაღებელი ენერგია სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია ნებისმიერ წამალზე. ? ? შეხება დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ სასიცოცხლო ძალების აღდგენა. ❤️ ? იმ პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი, რომლებსაც ეხებოდნენ ექთანები, გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებოდა ვიდრე იმათი, ვინც მოკლებული იყვნენ ასეთ შეძლებლობას. ⚕️ სოციოლოგიური გამოკვლევებით, იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები, ავადმყოფობები ბევრად უფრო ნაკლებია. ? ასევე პაციენტებში, რომლებიც გრძნობენ, რომ ისინი უყვართ, გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარობს გაცილებით სწრაფად და წარმატებულად. ? ?‍⚕️ ?‍? მეცნიერებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი ლონდონის ერთ–ერთ კლინიკაში: ⚡ მთავარი ქირურგი საღამოს, ოპერაციის წინ ჩვეულებისამებრ მიდიოდა თითოეულ პაციენტთან პალატაში, რათა ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის და აეხსნა ოპერაციის საერთო ხასიათი. ქირურგს ექსპერიმენტის დროს, საუბრისას თითოეული პაციენტის ხელი ეჭირა თავის ხელში რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ?⚕️ ? ანალიზის შედეგებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ პირობებში პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა სამჯერ უფრო სწრაფად. ? ⚡ ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა არის ამის მიზეზი. შეიძლება ეს პირდაპირ კავშირშია მოდუნებასთან, ტკივილის მოხსნასთან. ⚡ ? შეიძლება შეხებისგან გადაეცემა სინაზე და მზრუნველობა, რომელიც პაციენტს უნერგავს საკუთარი ღირსების გრძნობას და განაწყობს გამოჯანმრთელებისკენ, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა ჩვენ მზრუნველად ვეხებით ადამიანს, იცვლება როგორც მისი, ასევე ჩვენი ფიზიოლოგია, მცირდება სტრესის ჰორმონების დონე, ხდება ნერვული სისტემის მოდუნება, უმჯობესდება იმუნური სისტემის მდგომარეობა და ეს ახდენს გავლენას ჩვენს ემოციებსა და ხასიათზე. ? ? ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანისთვის აუცილებელია მინიმუმ 12 ჩახუტება დღეში. ? ? სტატია კი მინდა დავამთავრო ჯეკ კენფილდის სიტყვებით: ჩახუტება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის აწრთობს იმუნურ სისტემას, კურნავს დეპრესიას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს. ის აახალგაზრდავებს, იძლევა ძალას და არა აქვს რაიემე უარყოფოთი გვერდითი ეფექტები.?
#ჩახუტება
#სითბო
#სიყვარული
#მეცნიერება
#წამალი
#hug
#givemeahug
#power
#science
#doctor
#health
#news
#goodplaces
#opinion
#photo
#funny
0