მსახიობი კასკადიორის გარეშე. ტომ კრუზი როლისთვის პარაშუტით 7 კილომეტრის სიმაღლიდან გადახტა

0
? სრული სახელია ტომას კრუზ მაპოტერ მე-4. ? ტომს რეგულარულად ჩაგრავდნენ ყველა სკოლაში, რომელშიც 12 წლის განმავლობაში სწავლობდა. მან 15 სკოლა გამოიცვალა. მან თავისი პირველი მოტოციკლი საკუთარი დანაზოგებით იყიდა 12 წლის ასაკში. ? ⚡ ტომი მორწმუნე კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა და გარკვეული პერიოდი, მღვდლობაც კი სურდა. 14 წლის ასაკში დაფინანსებაც კი მიიღო ცინცინატის სემინარიაში სასწავლებლად, თუმცა, ჰოლივუდისკენ მისწრაფება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ⚡ ? ამჟამად ტომი ცნობილია საიენტოლოგიის ღრმა რწმენით. მართალია, იგი კათოლიკედ იზრდებოდა, მაგრამ მიმი როჯერსმა გააცნო მას ეს ახალი რელიგია, რომელსაც არაერთი ჰოლივუდელი მისდევს. ? ? „სამყაროთა ომების“ გადაღებების დროს, ტომმა საიენტოლოგიის კარვებიც კი მოაწყო მოხალისეებთან ერთად, სადაც საიენტოლოგიის მასალებს არიგებდნენ. ? ?‍♀️იგი ფილმებში არაერთხელ ასრულებს გმირის როლს, თუმცა, თავადაც გახდა გმირი, როცა 1998 წელს ქალი გაძარცვას გადაარჩინა, როცა თავდამსხმელს თავის დაცვასთან ერთად გაეკიდა. ❤️ ? 1996 წელს კი, როდესაც იგი შეესწრო, როგორ დაარტყა ქალს მანქანამ, მან ის საავადმყოფოში წაიყვანა. ხოლო როცა გაიგო, რომ მას დაზღვევა არ ქონდა, თავად გადაუხადა 7000 დოლარის ოდენობის თანხა. ❤️ ? 1994 წელს მან პილოტის ლიცენზია აიღო. ავტორმა ენ რაისმა საჯაროდ გააკრიტიკა კრუზის მონაწილეობა ლესტატის როლში თავისი წიგნის „ინტერვიუ ვამპირთან“ 1994 წლის დიდ ეკრანიზაციაში. თუმცა, ფილმის ნახვის შემდეგ, მან Daily Variety-ს ორ გვერდიანი რეკლამის ადგილი იყიდა 7, 740 დოლარად, შეაფასა მისი შესრულება და ბოდიში მოუხადა მას. ? ? მისმა პარტნიორმა ფილმში „გარიყულები“ ერთხელ თქვა, რომ ტომი იმდენად დაკომპლექსებული იყოთავისი კბილებით, რომ ფოტოების გადაღებასაც თავს არიდებდა. 2002 წელს იგი ბრეკეტებს ატარებდა კბილების გასასწორებლად, თუმცა, ხშირად უწევდა მათი მოხსნა გადაღებების გამო. ? ❤️ იცოდით, რომ დისნეიმ 1992 წლის ანიმაციის „ალადინის“ შექმნის დროს სწორედ ტომ კრუზი გამოიყენა მოდელად ალადინის სახის შესაქმნელად? ? ? ის იყო პირველი მსახიობი, რომელიც მონაწილეობდა მიყოლებით 5 ფილმში („რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ფირმა“, „ინტერვიუ ვამპირთან“, „შეუსრულებელი მისია“ და „ჯერი მაგუაიერი“), რომელთაც 100 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს აშშ-ში. ? ? სანამ ტონი სტარკის როლზე რობერტ დაუნი შეირჩეოდა, სწორედ ტომ კრუზი მოისაზრებოდა რკინის კაცად. ? ? მას მოგებული აქვს 3 ოქროს გლობუსი. ასევე, 3-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა. ? ? ტომის პირველი ცოლი იყო მსახიობი მიმი როჯერსი. ? ❤️ ნიკოლ კიდმანთან მისი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა. მათ 2 ბავშვი იშვილეს ამ პერიოდის განმავლობაში. ❤️ ? მათი ქორწინების პერიოდში ამბობდნენ, რომ ტომ კრუზი გეი იყო და ეს ქორწინება მას საჯარო იმიჯის გადასარჩენად სჭირდებოდა. ? ? 2006 წელს იგი მსახიობ კეიტ ჰოლმსზე დაქორწინდა , მაგრამ მასაც გაშორდა.? ? ტომის სამივე ცოლი მასზე მაღალი იყო. ასევე, ყოველი მომდევნო წინაზე ახალგაზრდაც გახლდათ. ?
#ტომკრუზი
#კრუზი
#hollywood
#facts
#actor
#goodplaces
#opinion
#art
#photo
0