სხეულის ჭარბი წონის კორექცია არა ერთი ადამიანის ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ჭარბი წონა საშიში ხდება ადამიანის ჯანმთელობისათვის და ზოგჯერ, სიცოცხლისათვის. მას ხშირად თან სდევს სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა, გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სახსრების პათოლოგიები და სხვა. შესაბამისად მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 12-15 წლით.
სიმსუქნის გამომწვევ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ჭარბი კვება (დაახლოებით 60-80-% შემთხვევებში). თუმცა სიმსუქნე შესაძლოა გამოწვეული იყოს:
1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევით;
2. სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებებით;
3. მარეგულირებელი ცენტრების დაზიანებით;
4. ფსიქოსომატური მდგომარეობით.
სიმსუქნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა.
სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დიაბეტი, გულის შეტევა და ინსულტი. სხეულის მასის ინდექსი (BMI) გამოთვლილია სხეულის წონისა და სიმაღლის შეფარდებით და წარმოადგენს ინფორმაციას წონის ავადმყოფური სიჭარბის შესახებ. კერძოდ, (BMI) გამოითვლება ადამიანის წონის (კგ) გაყოფით სიმაღლეზე მეტრებში.
ადამიანები რომელთა სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 25-ს მიიჩნევიან ჭარბ-წონიანებად, ხოლო თუ სმი მიაღწევს 30-ს საქმე გვაქვს სიმსუქნესთან. რეკომენდირებულია, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და თვალყური ვადევნოთ ჯანმრთელობის პროფესიონალურ დაცვას, იმ შემთხვევაში, თუ სმი სცდება რეკომენდირებულ ჩარჩოებს.
#health
#forhealth
#bma
#fatness
Tbilisi