მარტვილის ულამაზესი კანიონი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

0
მარტვილის ულამაზესი კანიონი სამეგრელო-ზემო სვანეთში. მარტვილი სამეგრელო-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეში მდებარეობს. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. მარტვილის კანიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველაზე პოპულარული დაცული პარკია. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. სამეგრელო მდიდარია ნივთიერი კულტურის ძეგლებით და აქ თითქმის ყველა რაიონში დაცულია ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, ძველი ტიპის სადგომები და სხვა. აქაური ციხე-კოშკები აგებულია სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პუნქტებში, უმეტეს შემთხვევაში, მდინარის პირას, რომლის მიმართებით გადიოდა სამხედრო თუ სავაჭრო მნიშვნელობის გზა, რომელთა უმეტესი ნაწილი დღემდე შემორჩენილი. მარტვილის, იგივე გოჭკადილის კანიონის გასავითარებლად დაცული ტერიტორიების სააგენტომ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე ბილიკები, ნავმისადგომები და ავტოსადგომები მოეწყო. ასევე, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და დამონტაჟდა სპეციალური განათებები.
#სამეგრელოზემოსვანეთი
#მარტვილი
#ბუნებისძეგლი
#ისტორიულიხმარე
#კულტურისძეგლები
#zugdididaily
0