იღებენ თუ არა პაციენტისგან ნებართვას პლაქველინით მკურნალობისას – რატიანი

0
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ პანელ-დისკუსიაში „Covid 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში“. რატიანმა სხვადასხვა მედიკამენტოზური მკურნალობის შესახებ ისაუბრა. სჭირდება თუ არა პლაქველინით მკურნალობას პაციენტის ნებართვა? „აზიტრომიცინ-პლაქველინით მკურნალობა, როგორც კვლევის კომპონენტი არ გამოიყენება, ის სტანდარტული დანიშნულებაა. პაციენტი ამ მკურნალობის დროს კვლევის პროტოკოლს არ აწერს ხელს, ის უბრალოდ მკურნალობის ისტორიას ეთანხმება“ – განაცხადა რატიანმა. რა შემთხვევაში გამოიყენება კოვიდინფიცირებულებთან ანტიბიოტიკთერაპია, პლაქველინი? „როცა პროკალციტონი (სისხლის ტესტი) დადებითია, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ ანტიბიოტიკებს მკურნალობისთვის. ჩვენთან, 0.5მკგ/ლ – დან – 2მკგ/ლ – მდე ითვლება რომ მოსაზღვრეა, ანუ სავარაუდო შესაძლო ინფექციასთან გვაქვს საქმე. ინფექციის უარყოფითობას განვსაზღვრავთ, როცა მაჩვენებელი 0 .5მკგ/ლ -ის ქვემოთაა. საშუალო და მძიმე პაციენტებითან ვიწყებთ აზიტრომიცინ-პლაქველინის კომბინაციით მკურნალობას. თუ პროკალციტონი იმატებს, ვამატებთ ანტიბიოტიკს. თუ შემოსულია პაციენტი და დაესვა დიაგნოზი დაბურულ მინის სინდრომთან ერთად, მაგალითად, ლეიკოციტოზი, CRP არის მაღალი, ამ შემთხვევაში ვიწყებთ, ცეფტრიაქსონითა და აზიტრომიცინით მკურნალობას, თუ პროკალციტონი არის 0, 5 დან – 2 მდე. მაგრამ თუ უფრო მაღალია კიდევ სხვა ანტიბიოტიკებით ვიწყებთ მკურნალობას“ – განაცხადა ლევან რატიანმა. როგორ ვმკურნალობთ უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს? „უსიმტომოებს ფაქტიურად არ ვმკურნალობთ, მხოლოდ და მხოლოდ ვუტარებთ მონიტორინგს. მე-7 დღეს ვაკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, იმ შემთხვევაში თუ დამძიმდა სუნთქვის უკმარისობის ხარისხი, აქედან ვიწყებთ ათვლას და მკურნალობას სიმპტომურად” – აღნიშნა რატიანმა. ონლაინ პანელ-დისკუსია „Covid 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში“ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა, სადაც ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
0