ეპიდვითარება შიდა ქართლში - 10 იანვრის მონაცემები

0
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 229-ს. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 552. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#zugdididaily
0