Business insider: ამერიკელმა ექიმმა COVID-19-ის გამო თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

0
შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც იგი ოჯახის წევრებთან აღწერდა კორონავირუსით დაავადებულთა იმ ტანჯვისა და გარდაცვალებების შესახებ, რომელთა მკურნალობასაც თავად ახორციელებდა. „ექიმი ლორნა ბრინი თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობების შედეგად კვირას, ვირჯინიაში, შარლოტსვილის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში. ექიმი ლორნა ბრინი მანჰეტენზე მდებარე NewYork-Presbyterian Allen-ის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების დირექტორი იყო. გარდაცვალებისას კი ოჯახში, ვირჯინიაში იმყოფებოდა. ბრინის მამის განცხადებით, გარდაცვლილზე მძიმე გავლენა იქონია კორონავირუსთან ბრძოლის „ეპიცენტრში“ ყოფნამ და მუშაობამ. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში გარდაცვლილი ექიმი ნაკლებად კონტაქტური იყო და ყველას მიმართ დისტანცირებას იჩენდა. „იგი ცდილობდა საკუთარი საქმის გაკეთებას და სწორედ ამის გამო დაიღუპა“, - განაცხადა ბრინის მამამ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: A senior NYC doctor died by suicide after weeks of working on the coronavirus front lines, where her patients suffered heavily (28.04.2020), www.businessinsider.com
#coronavirus
#suicide
#USA
#doctor
#headline
0