გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე პროექტ Starlink-ის ფარგლებში თანამგზავრების პირველი პარტია გაუშვა. Starlink კომპანიის პროექტია, რომლის მიზანსაც მსოფლიოს სწრაფი ინტერნეტით მომარაგება წარმოადგენს, ამისთვის კი ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის განთავსებაა საჭირო (სამომავლოდ ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს). SpaceX-ის თანამგზავრები სხვებთან შედარებით ბევრად კაშკაშები არიან. სწორედ ამიტომ, მათი პირველი გაშვებიდან მოყოლებული ასტრონომები შიშობენ, რომ ზედმეტად ნათელი თანამგზავრების კონსტელაცია ღამის ცას ხელოვნური სინათლით აავსებს, რაც მიმდინარე დაკვირვებებს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.
აღნიშნულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე აქტიურად ფიქრობს SpaceX-იც. იმისთვის, რომ თანამგზავრები ცაზე ნაკლებად ხილული ყოფილიყო, კომპანიამ საცდელად ერთ-ერთი თანამგზავრი სპეციალური, ნაკლებად ამრეკლავი ფენით დაფარა. როგორც აღმოჩნდა, ეს სიტუაციას აუმჯობესებს, თუმცა მხოლოდ მცირედით.
#news
#science
#astrology
#starlink
Tbilisi