რითია გამოწვეული ზრდის შეფერხება?

0
ადამიანის ფიზიკური განვითარების, კერძოდ, ზრდის შეფერხება შესაძლოა სხვადასხვა დარღვევით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი მათგანია ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზრდის ჰორმონს სომატო-ტროპინს უწოდებენ. ის წარმოადგენს 191 ამინომჟავასგან შემდგარ პროტეინს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზრდის ჰორმონის გავლენით სამიზნე ორგანოებში აქტიურდება პროტეინების სინთეზი, მცირდება ნახშირწყლების მოხმარება, ადვილდება ცხიმების მობილიზაციის პროცესი. საყურადღებოა, რომ ზრდის ჰორმონს, სხვა ჰორმონებისგან განსხვავებით, სახეობრივი სპეციფიკურობა ახასიათებს. მაგალითად, ხარის ზრდის ჰორმონი არ მოქმედებს ადამიანის ან მაიმუნის ორგანიზმში მიმდინარე ზრდის პროცესებზე.
#news #opinion #health #forhath
Tbilisi
0