საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსითგარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელდა3 342 პაციენტი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.საკარანტინე სივრცეშია 2 447 პირი.თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი.
0