„ვერცხლისფერი მელა “ ფაქტები ჯეკ ნიკოლსონის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

0
? თავისი დაბადების რეალური ისტორია თავად ნიკოლსონმა საკმაოდ გვიან შეიტყო. ჯეკმა იცოდა, რომ მას დედა და უფროსი და ზრდიდნენ. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიტყო, რომ სინამდვილეში „და“ – მისი ბიოლოგიური დედა იყო, „დედა“ შესაბამისად – ბებია. საქმე ისაა, რომ ჯეკის დედა ძალიან ახალგაზრდა დაფეხმძიმდა და ქმრის გარეშე მოუწია შვილის გაჩენა. სიმართლის დადგენაში ჯეკს 1974 წელს ჟურნალ „თაიმის” ჟურნალისტები დაეხმარნენ. ? ჯეკ ნიკოლსონის წინაპრები ჰოლანდიელები, ირლანდიელები და იტალიელები იყვნენ. ?სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე ჯეკ ნიკოლსონი თანაკლასელებმა „კლასის კლოუნად“ დაასახელეს. ? ჯეკი პირადად იცნობს კუბელ რევოლუციონერ ფიდელ კასტროს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს გენიოსად მიიჩნევს. ?როგორც ჩანს, ჯეკ ნიკოლსონის მექალთანეობა წარსულს ჩაბარდა, რადგან, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ვიაგრას მოიხმარს და უჭირს მთელი ღამის ერთ ქალთან გატარებაც კი, მაშინ როცა ახალგაზრდობაში ერთ ღამეში რამდენიმე სექსუალურ პარტნიორს იცვლიდა. ?ნიკოლსონი მეოცე საუკუნის ფერწერის დიდი მოყვარულია და საკუთარ არტ-კოლექციას ფლობს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაბლო პიკასოს რამდენიმე ტილოს. ?ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოს ახლო მეგობარი იყო. მისი ამჟამინდელი სამეგობრო წრიდან შონ პენის აღნიშვნა შეიძლება. ?ჯეკ ნიკოლსონს მეექვსე ადგილი უჭირავს მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო კინოვარსკვლავს შორის. სია ბრიტანულმა ჟურნალმა „ემფაირმა” შეადგინა. ?ჯეკ ნიკოლსონს ხუთი შვილი ჰყავს: ჯენიფერ ნიკოლსონი (1963) – ყოფილი მეუღლის, სანდრა ნაითისგან; კალებ გოდარდი (1970) – სიუზენ ანსპაჩისგან; ჰანი ჰოლმანი (1981) – ვინი ჰოლმანისგან, ლორეინ ნიკოლსონი (1990) და რეიმონდ ნიკოლსონი (1992) რებეკა ბრუსარდისგან. ?ჯეკ ნიკოლსონს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და მხოლოდ პრესკონფერენციებით შემოიფარგლება. მისი უკანასკნელი ტელეინტერვიუ 1971 წლით თარიღდება. ?ჯეკ ნიკოლსონი ხუთ სხვადასხვა ათწლეულში იყო ნომინირებული „ოსკარზე”, რაც, ლეგენდარულ მიღწევად ითვლება (1960-იან, 1970-იან, 1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებში). მსგავსი მიღწევა აქვს ბრიტანელ მსახიობს, მაიკლ კეინს. ?2004 წელს ჯეკ ნიკოლსონი სკოლის დამთავრების 50-ე წლისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მივიდა, რითაც შოკში ჩაყარა თავისი თანაკლასელები. ? თავის საყვარელ ფილმებად ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევს ფილმებს: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და „ბეტმენი”. ? ჯეკ ტორენსის როლის შესრულებისთვის სტენლი კუბრიკის გახმაურებულ ფილმში – „ნათება, ” ჯეკ ნიკოლსონი 82-ე ადგილზე გავიდა ჟურნალ „პრემიერის” მიერ შედგენილ „საუკეთესო კინოპერსონაჟების ასეულში”. ? ჯეკ ნიკოლსონს უნდა შეესრულებინა მთავარი როლები გახმაურებულ ფილმებში „ეგზორცისტი” და „კრავთა დუმილი”, თუმცა, გადატვირთული გადასაღები გრაფიკის გამო, მას უარის თქმა მოუწია. ? ჯეკ ნიკოლსონი ბობ დილანისა და ლუი არმსტრონგის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ?ჯეკ ნიკოლსონი ახლომხედველია და მის საფირმო მზის სათვალეებში სპეციალური ოპტიკური ლინზებია ჩადგმული. ? ჯეკ ნიკოლსონი ყველაზე დაბალია იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც „ჯოკერი” განასახიერეს: ნიკოლსონის სიმაღლე 177 სანტიმეტრია, ცეზარ რომეროსი – 188 სანტიმეტრი, ხოლო ჰიტ ლეჯერის სიმაღლე 185 იყო. ? ჯეკ ნიკოლსონს არ აქვს მობილური ტელეფონი. ?არასრულწლოვნის გაუპატიურება – ბრალდება, რომლის გამოც რომან პოლანსკი გაურბის ამერიკულ მართლმსაჯულებას, გამოძიების ვერსიით, ჯეკ ნიკოლსონის სახლში მოხდა წვეულების დროს (პოლანსკი ნიკოლსონის ახლო მეგობარია). ? ჯეკ ნიკოლსონის თქმით, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას 3 ათას ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ? ჯეკ ნიკოლსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, მას ღმერთის არ სჯერა. ? ის “ყველაზე ცუდი მსახიობის” ნომინაციაზე იყო წარდგენილი… თანაც – ერთდროულად ორჯერ . ნიკოლსონის ყველა როლს როდი მოჰყოლია აღფრთოვანება. “ოქროს ჟოლოს” დაჯილდოებაზე ის ერთ წელიწადში ორჯერ იყო ნომინირებული, როგორც ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი (ფილმებისთვის: Man Trouble (1992) და ჰოფა (1992)
#ჯეკნიკოლსონი
#ნიკოლსონი
#ფაქტები
#jack
nicholson
#nicholson
#hollywood
#oscars
#facts
#opinion
#photo
0