0
ბებერი ჟორა დგას და ხარხარებს, ამბობს ფაიზაღს, ბროლის კარეტას ~ ვახ, ზოგი როგორ უცბად ახერხებს შეყვარებას და გადაყვარებას. ჟორა ფიქრობს რომ ერთი ღალატი უდრის ბორდელის ათას თალიას, უყვარს მუსიკის ფონზე კანაფი (ანდაც პირიქით) მოკლედ, ტარიანს აკეთებს როცა არა აქვს საქმე, საქმე კი ჟორას არასდროს არ აქვს. (თუ კი არ ჩავთვლით ძირს, ხუთ-ექვსამდე, როგორ აპურებს, ანუ რწყავს კანაფს) ცხოვრობს თავისთვის, არის, არც არის, უყვარს ხარჯვა და უყვარს გაცემა, ჟორას არავინ არ ჰყავს ძმაკაცი ჟორას კი ყველა ეძმაკაცება. მენტალიტეტით ჟორა შავია. ჟორას არასდროს უმუშავია. ჰყავდა ცოლი და ჰყავდა შვილები.. ოღონდ ეს უწინ.. როდესაც ჰყავდა.. მათ მერე ვერვინ ვერ შეეშველა, მათ მერე არვინ არ შეუყვარდა. ჟორა არ იცვლის სახეს, პროფილებს, ნიღბებს და კიდევ რაც არ სჭირდება, ჟორას არასდროს აკმაყოფილებს რითაც სხვა ბევრი კმაყოფილდება. ვერ იტანს ჟორა ხმებს და არჩევნებს, ტყუილს, ლეგენდას, ან რაც მითია, ჟორა უბანში საქმის გამრჩევებს შორის პირველი კოლორიტია. მაგრამ არც ჟორამ იცის ცხოვრების ხაფანგები და ჯერ ვერც იფიქრებს ორ წელიწადში ცოლის სახსოვარ კაშნეზე თავს რომ ჩამოიკიდებს. ხოლო მანამდე დგას და ხარხარებს, (წარსულს კი გულში მალავს და გოდებს) ჟორა ფიქრობს რომ გადაყვარება ნიშნავს გიყვარდა არც არასოდეს. დ.სულთანიშვილი
0