ინტერვიუ უნიჭიერეს მხატვარ გოგონა პარკაიასთან

0
? დღეს ჩემი რესპოდენტია გოგონა პარკაია, რომელიც არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი. ის ამჟამად გაცვლითი პროგრამით იმყოფება პორტუგალიაში და სწავლობს UBI _ ის (Universidade da beira interior ) უნივერსიტეში. გოგონა ქმნის ძალიან ლამაზ ნამუშევრებს , (DIGITAL ART , უბრალო ფანქარი, აკვარელი ). ასევე თუ ეწვევით მის ფეისბუქ გვერდს ( https://www.facebook.com/GoparkoArt/ ) და დაათვალიერებთ მის ქმნილებებს, მათ გენიალურიბაში თავადვე დარწმუმდებით. მინდა რამდენიმე კითხვა დავუსვა მას. ❤️ 1️⃣ რამდენი წლის იყავი როცა ხატვა დაიწყე და შენში ეს ნიჭი დაინახე ? ? _ ბაღში რომ დავდიოდი , ფურცელი არ მქონდა და ფეხებზე ვხატავდი ??❤️ 2️⃣ რა ეტაპების გავლა დაგჭირდა , რომ ეს შედეგი მიგეღო ? ? _ პატარაობიდან ძალიან ვაკვირდებოდი საგნების აგებულებას, ფორმას, ფერების გადასვლას ერთმანეთში, გონებაში ძალიან ბევრ კითხვას ვისვამდი და შემდეგ მე თვითონ ვპასუხობდი, ასევე ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები საკუთარ თავს და ყურადღებას ვამახვილებ იმაზე თუ რისი გაუმჯობესება შემიძლია, რა შემეშელა და არა პირიქით.? 3️⃣ რომელიმე კონკურსში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა ? ❤️ _ ძალიან ბევრ კონკურსში, ღონისძიებასა და პროექტში მაქ მონაწილეობა მიღებული, სკოლის ასაკში თუ რამე ხელოვნებას ეხებოდა ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო, უმეტესად არ მიმართლებდა და მეუბნებოდნენ რომ ეს ჩემი ნახატები არ იყო, თუმცა მე მაინც არ ვნებდებოდი , იმიტომ რომ შემოქმედებითად რაიმე ახალი მესწავლა და უფრო დავხვეწილიყავი ? 4️⃣ „ ეს შენი ნახატები არ იყო “ ანუ იმდენად ლამაზი ნახატები გქონდა , ეჭვი ეპარებოდათ , რომ ისინი ასეთმა პატარა გოგომ დახატა ? ? _ მე არ მინდა ასე თამამად გამომივიდეს, მაგრამ ძირითადი არგუმენტი იყო ის რომ ბავშვი ამას ვერ დახატავდა ? ? 5️⃣ ცუდია , რომ ნიჭს ასაკის მიხედვით აფასებენ. მაგრამ რაც მთავარია არ დანებდი და შედეგს მიაღწიე. როგორც ვიცით, შეკვეთითაც ხატავ. ბევრი შეკვეთა გაქვს ? ? _ პირადი შეკვეთებიც მაქვს, თუმცა ძირითადად ვმუშაობ კომპანია Grimm group-ში, საიტ paintyourlife. com-ისთვის, სადაც ნამდვილად ბევრი შეკვეთა მაქვს და თან არაჩვეულებრივ გარემოში მიწევს მუშაობა? აქვე ისიც მინდა ავღნიშნო , რომ ეს ის ადგილია სადაც პირველად ვიგრძენი ჩემი ნიჭის დაფასება და გვერდში დგომა ❤️ 6️⃣ შენი პროფესიითაც მუშაობ , რთული იყო სამსახურის პოვნა ? ? _ არქიტექტურით ჯერ არ ვმუშაობ, სავარაუდოდ მომავალი წლიდან დავიწყებ ჩემი პროფესიით მუშაობას. ამჟამინდელი სამსახური კი სრულიად შემთხვევით ვიპოვე.... უნივერსიტეტში გავიცანი გოგო, სახელად დიანა? მას ჩემი ნახატები ვანახე და აქედან რამოდენიმე თვეში დამიკავშირდა, მითხრა რომ გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო და ალბათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი და გარდამტეხი ნაბიჯი ?? 7️⃣ საყვარელი მსახიობი ან ფილმის, სერიალის პერსონაჟი თუ გყავს და თუ დაგიხატია ? ❤️ _ იმდნად მიყვარს ფილმების და სერიალების ყურება რომ სულ მათი პერსონაჟების ხატვა მინდება... უბრალოდ თითო ნამუშევარს ძალიან დიდ დროს ვუთმობ, ამიტომ ვერ მოვასწარი მთელი ჰოლივუდის დახატვა? ერთ გამორჩეულ მსახიობს ვერ დავასახელებ, რადგან ყოველთვის იმას ვანიჭებ უპირატესობას, ვის ფილმსაც ბოლოს ვუყურე, ანუ ყოველდღიურად იცვლება ფავორიტი ? 8️⃣ ამჟამად საზღვარგარეთ სწავლობ. როგორ მიიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ? ? _ ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს კავშირი erasmus+ გაცვლით პროგრამასთან. მე და ჩემი მეგობარი თავიდანვე დავინტერესდით ამ ფაქტით, შანსი გამოვიყენეთ, ავიღეთ ინგლისურის სერთიფიკატი, შევიყვანეთ ჩვენი მონაცემები და რამოდენიმე ხანში მივიღე დასტური სასურველ ქვეყანაში სწავლაზე ? 9️⃣ რას ურჩევდი დამწყებ მხატვრებს ? ?? _ ვურჩევდი რომ საკუთარ გულს მიენდონ, აკეთონ ის საქმე რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე და მიიღონ შენიშვნები. არ დანებდნენ რაიმე უარყოფით შეფასებაზე და მაქსიმალურად გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები.... შედეგი კი აუცილებლად იქნება ? ❤️
#გოგონაპარკაია
#goparko
#paintings
#painting
#opinion
#news
#photo
#art
0