გაიცანით სამეგრელო

0
მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჟურნალის მასალების ელ. ვერსიის გამოქვეყნებას, დღეს მოკლედ გაგაცნობთ ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლია გაეცნოთ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული ჟურნალის „ივერიელნი“ სპეციალური გამოცემის ელ.ვერსიას, ყოველდღე შემოგთავაზებთ თითო ამბავს სამეგრელოზე. სურვილი გვაქვს, სამომავლოდ გამოვცეთ უნიკალური წიგნი-ალბომი „კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი, ოდიში, სამეგრელო-ზემო სვანეთი“, სადაც მკითხველი გაეცნობა ისტორიას, ეთნოგრაფიას, გამოჩენილ ადამიანებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ფოლკლორს, ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ფლორასა და ფაუნას. წინამდებარე გამოცემაში გაეცნობით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის რაიონების მოკლე ისტორიას, მიმდინარე უნიკალურ პროექტებს, მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლებს, ტურისტულ მარშრუტებს, ტობა ვარჩხილსა და მღვიმეებს, სვანურ კოშკებს, ადათობრივ სამართალსა და კოლხური ვაზის ჯიშებს. მოგითხრობთ კოლხური ოდის შესახებ, კიდევ ერთხელ გიამბობთ უნიკალურ ქართულ რუხ მუხურულ ფუტკარზე და სხვ. დღევანდელი სამეგრელო-ზემო სვანეთი, განახლებისა და სახეცვლილების სხვა საფეხურზე იმყოფება. აქ ხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირეთის აღორძინებასაც უდაოდ შეუწყობს ხელს. სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი, დიდი ხანია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ამას ძირითადად განაპირობებს კოლხეთის უძველესი კულტურა, ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლები, მუზეუმები, მღვიმეები და გამოქვაბულები, კოლხეთის ულამაზესი დაბლობი და მისი უნიკალური, ხელუხლებელი ბუნება. სამეგრელოს ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის საკულტო ნაგებობანი და ეკლესია-მონასტრები. ლეგენდის ბურუსში გახვეული ოქროს საწმისი, რომელიც უძველეს კოლხეთს დანარჩენი მსოფლიოს თვალში ფუფუნების, სიმდიდრის, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის სტატუსს ანიჭებდა, სინამდვილედ იქცევა. კოლხეთზე მრავალი მითი და ლეგენდა შექმნილა, მისი კვლევა ჯერაც არაა დასრულებული, მაგრამ ახლა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ კოლხეთის უძველესი ისტორია მართლაც გამორჩეულია თავისი დიდებულებითა და უნიკალურობით. ჩვენი კუთხისადმი განუმეორებელი სიყვარული და წინაპრებისადმი უდიდესი პატივისცემა გვიბიძგებს, გამოვცეთ წიგნი-ალბომი, სადაც შერწყმული იქნება წარსული, აწმყო და უკეთესი მომავალი. მიუხედავად შეჭირვებული ჟამისა, გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც გაუჩნდება სურვილი ხელი შეგვიწყოს ამ უნიკალური წიგნი-ალბომის გამოცემაში. ჩემო მეგობარო! თუ შენს ოჯახში მოიპოვება ჩვენი კუთხის ისტორიის ამსახველი მასალები, მოგვაწოდე და მას ჩვენს მკითხველს გავაცნობთ. სასიამოვნო ვალდებულებად მივიჩნევთ განსაკუთრებული მადლობა ვუძღვნათ: ვალერი კვარაცხელიას, თენგიზ სარიშვილის, ბესო ფარცვანიას, ალექსანდრე გრიგალავას, გოჩა კურდღელიას, გოგი ქაჯაიას, ლევან კუპრეიშვილის, ლევან მაკალათიას, დათო გოგუას, ლადო ჯობავას, გოდერძი ბუკიას, ვასილ ხორავას, ირაკლი ხახუბიას, კახა ლატარიას, ლონდა ფიფიას, მარინა ლაგვილავას, თამაზ ბასილაიას, გოგი ბერაძისა და რევაზ ნარმანიას ოჯახებს. სამეგრელოს რეგიონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს, შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას წირავს მათ, ვინს დაუზარელი თანადგომითა და დახმარებით ხელი შეუწყო წინამდებარე გამოცემის მომზადებას: ლილი ბერაიას, პაპუნა გამისონიას, დათო ჭითანავას, გიორგი კალანდიას, ელენე კავლელაშვილს, ელენე გაბლიანს, ნინო წერედიანს, პაატა ლაგვილავას, მაგდალინა თოდუას, მარიკა ნარმანიას, ეკა ბელქანიას, ინგა პაპასკირს, იგორ ფიჩხაიას, გოგიტა ჩიტაიას, სოფო მაჭავარიანს, ია ბჟალავას, მზია ერისთავს, ნუნუკა გრძელიშვილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს! მადლობა ბადრი ვადაჭკორიას, რომან თოლორდავას, ხვიჩა ნემსაძეს, ბესო ჯანჯღავას, ირაკლი შონიას, ზაზა მამულაშვილს, გოჩა ლემონჯარიას, ლევან გაბეჩავას, საბა ჯანჯღავას, ელგუჯა გოგოხიას, გიორგი ნიკოლავას, Silk Studio-ს, ფოტოების გამოყენებისთვის. პატივისცემით, დარეჯან კვარაცხელია P.S დღეს გაგაცნობთ ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიას. PDF ფალი. ვისაც სურვილი გაქვთ გამოცემის შეძენის, პირადში მომწერეთ და შენაძენს კურიერი მოგიტანთ. ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ აქ არსებულ უძველეს ეკლესია-მონასტრებს, ციხე-გოჯებს, მუზეუმებს, ადათ-წესებს, ტრადიციას, კულტურასა და ხელოვნებას, ადგილობრივ ფოლკლორს, დააგემოვნონ უგემრიელსი მეგრული კერძები. კერძოდ, ეს ძეგლები: ცაიშის VI-XIX სს სამონასტრო კომპლექსი, ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი; კორცხელის (1621-1639 წ.წ.), ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო, გალავანი; ყულიშკარის XIX ს. წმ. გიორგის გუმბათიანი ტაძარი; ჭკადუაშის სამონასტრო კომპლექსი (ეკლესია დარბაზულია); ტყაიას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, XIX ს; ახალი აბასთუმნის ტაძარი; ეწერის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები; ჯელეთის `ნოჯიხი“, შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა; ხეცერის XIX ს `ნაოხვამუ“ და გალავანი, შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის დეტალები; აბასთუმნის XIX ს `ჯვარცმის“ ეკლესიის ნანგრევები; ოდიშის `უგურყელი“, ხის XIX ს ეკლესია; ჯიხაშკარის `ჭაქვინჯის ციხე~ IV-XVIII ს; ბაშის IX_X_XVIII ს.ს; “ჩიჟიშკარის“ ციხე-სიმაგრე; ანაკლიის ციხეგა­ლავანი – აგებულია XVIII ს; უჩაშონას `ოფაჩხაფუს შუასაუკუნეების ციხე; რუხის ციხე – აგებულია ლევან II დადიანის დროს 1647 წელს;
0