ჩასაფრებულთა მოლოდინი არ გამართლდა და არც გამართლდება – მამა შალვა „ეკლესიის კლასტერზე“

0
ჩასაფრებულების მოლოდინი არ გამართლდა და არც გამართლდება – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სამების ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ განუცხადა. „ბზობას რაც ხალხი იყო, იმის ნახევარიც არ მოვიდა აღდგომას. რა ხანია, რაც ვირუსია და ამ ხნის მანძილზე წირვას ვატარებთ და ხალხი ეზიარება. პირადად მე უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, თავი არასდროს დამიცავს. თუ ეკლესიის კლასტერზე საუბრობდნენ, სად არის ეს კლასტერი?! პირველს მე უნდა მქონდეს ვირუსი. უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. საავადმყოფოებში დავდივარ, ავადმყოფებს ვაზიარებ. სახლში ერთი დღეც არ ჩავკეტილვარ, რადგან მოძღვარი ვარ, არც მაქვს იმის საშუალება, რომ დავისვენო. ეს მიზანმიმართული პანიკა იყო. როგორ შეიძლება ეკლესიის წინააღმდეგ ადამიანმა ასე ისაუბროს. ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რას ნიშნავს საეკლესიო კლასტერი?! ეს დამოკიდებულება მიუღებელია. მაგალითად, რატომ არ ატყდა ასეთი ამბავი მარნეულზე, სადაც ქუჩაში ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი? ერთი დღე ისაუბრეს და ეს ამბავი დასრულდა. ვინმე ითხოვს მათ დაჭერას, ციხეში ჩასმას, ან დაჯარიმებას, როგორც ეს მღვდელმსახურების მიმართ გვესმოდა?! ეკლესიაზე ყოველ დღე ლაპარაკობენ. ვინც ეკლესიის თემაზე აქტიურები იყვნენ, მარნეულზე რატომ არაფერს ამბობენ?! https://primetime.ge/chasafrebulta-molodini-ar-gamartlda-da-arts-gamartldeba-mama-shalva-eklesiis-klasterze/ ეკლესიაში ყველა წესი დაცული იყო. ხომ ვნახეთ, აღდგომის ღამე როგორ მოწესრიგებულად ჩატარდა. ადამიანები 10 საათი იყვნენ ტაძარში. რეალურად, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი, სხვა რა უნდა იყოს. რამდენი წელია ეს მიმდინარეობს, სულ კორონავირუსი ხომ არ არის.ნახეთ „მთავარზე“ წითელ პარასკევს რა ფილმი გაუშვეს, ოხროხინე მღვდელზე, რათა მღვდელმსახურზე ხალხს წარმოდგენა დაეკარგა“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
0