აფხაზეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ფიქსირდება
Sokhumi Daily
აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში 82 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 40 პაციენტი იმყოფება გუდაუთის ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში.
საერთო ჯამში, აფხაზეთში 120 ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსი. აქედან 37 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#კორონავირუსი
#sokhumidaily