"ქართული ოცნება" სამარცხვინოდ იქცევა, უკრაინის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით - ვაშაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143074
"ქართული ოცნება" სამარცხვინოდ იქცევა, უკრაინის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, ზედმეტ გაჭიფხვას ჯობია შეეგუონ ვითარებას - ამის შესახებ განცხადება, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე გააკეთა. ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებებში ჩარევის არანაირი ბერკეტი არ აქვს და სჯობს, ვითარებას შეეგუოს.
"ქართული ოცნება" სამარცხვინოდ იქცევა, როგორც ყოველთვის. მე მათ ვურჩევდი: მოდი, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი თავის გზას მოძებნის, ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით ვერანაირად და ზედმეტ გაჭიფხვას ჯობია, რომ შეეგუონ ამ ვითარებას და ადეკვატურად უპასუხონ, ანუ, გააგრძელონ ჩვეულებრივი, დიპლომატიური ურთიერთობა. მით უმეტეს, საკვების კრიზისი დგება ახლა და უკრაინა არის ბეღელი მთელი მსოფლიოსთვის ხორბლის თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.