ხარმა რუსთავში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალი დააზიანა

Tbilisi Daily

ხარმა რუსთავში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალი დააზიანა - შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხარი მწყემსს მინდვრიდან გამოექცა, ბერიტაშვილის ქუჩაზე სათამაშო მოედანზე მყოფ ბავშვებს გამოეკიდა. არასრულწლოვანს ჭრილობები აქვს სახის არეში, ასევე ზედაპირულად დაზიანებულია ფეხი. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ბავშვი, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. მომხდარის გამო დღის ბოლოს ბერიტაშვილის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. თვითმხილველების განცხადებით, ბავშვები ერთობოდნენ, რა დროსაც ხარი მოვარდა და ბავშვები გათელა. დაშავებულია 4 წლისა და 6 წლის ბავშვები. მამამ ბავშვები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანამდე პირუტყვი რჩულიშვილის ქუჩაზე შუახნის ქალს დაეჯახა რომელსაც ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა. შეჯახების შემდეგ ბავშვი დაბლა დავარდა, ოჯახის წევრებმა ბავშვი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილს განცხადებით, 4 წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ხოლო 10 თვის ბავშვს ამ ეტაპზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ზედაპირული დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით ხარი ერთერთი ფერმიდან გამოიქცა და ქუჩაში აგრესიულად დარბოდა. შემთხვევის ადგილზე ასევე მოსული იყვნენ ხარის მეპატრონეები და მათ პირუტყვი გაიყვანეს inforustavi