დეპუტატის ექს-მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა

Tbilisi Daily

დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილ მეუღლეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ავთანდილ ხარაძეისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივნისს იმსჯელა. მოსამართლე დავით კურტანიძემ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ყოფილ მეულესთან კომუნიკაცია ეკრძალებოდა. შარშან ნოემბერში დეპუტმა დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ამის გამო მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. დეპუტაუი დაკავება ზეწოლა tbilisidaily