კირჩ-მუღანლოს დაკეტვის საშიშროება არ არსებობს- ზაურ დარგალი
Marneuli Daily
კირჩ-მუღანლოს დაკეტვის საშიშროება არ არსებობს- ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა თქვა.
მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის კონტროლს.
"ნებისმიერი სოფლის, ქალაქის ან რაიონის დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცენტრალური საკოორდინაციო საბჭო ოღებს. საბჭო განიხილავს ეპიდემოლოგებთან ერთად თუ რომელი ქალაქი, რაიონი ან უბანი უნდა ჩაიკეტოს. მე წინასწარ არ შემიძლია ამის შესახებ რამე გითხრათ“
მარნეულის მერის თქმით, სოფელი კირეჩ-მუღანლოში მოსახლეობას ტესტირება უტარდება.
„აღსანიშნავია, რომ სოფელ კირეჩ მუღანლოში რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ იქ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა, მოსახლეობისგან ანალიზები ავიღეთ.
მაქსიმალურად შევეცადეთ , რომ იქ სათანადო ღონისძიებები ჩაგვეტარებინა, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. სამუშაოები აქტიურად გრძელდება“
8 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფირიცირებულები წითელი ხიდის გამშვები პუნქტის თანამშრომელები არიან. 12 ივნისს კი კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ამავე ოჯახის წევრია.
#მარნეული
#დაკეტვა
#კორონოვირუსი
#marneulidaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები
წყარო; რადიო მარნეული