ორსანტიაში ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

Sokhumi Daily

ზუგდიდში, სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე გუშინ მდინარე ენგურმა ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია და ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას მდინარის გადალახვით ცდილობდა.  "მდინარემ გამორიყა და მოსახლეობამ ნახა, გამოიძახეს პოლიცია და როგორც ვიცი პროზექტურაში წაიყვანეს ამოცნობაზე", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ინფორმაციისთვის, ენგურის ხიდი პანდემიის გამო თებერვალში ჩაიკეტა. მანამდე, საოკუპაციო რეჟიმმა სამეგრელო-აფხაზეთის ზოლზე ყველა გადასასვლელი ჩაკეტა. წყარო: რადიო ათინათი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #სოხუმი #აფხაზეთი #ენგური #sokhumidaily