რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს

Tbilisi Daily

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეროვნული სამმართველოს სისტემები გატეხეს. ამის შესახებ Reuters-ი და The Washington Post-ი წერენ. გამოცემების ინფორმაციით, კიბერშეტევა სავარაუდოდ 2020 წლის გაზაფხულზე მოხდა. ჰაკერებმა უწყებების ელექტრონულ ფოსტებზე მიიღეს წვდება. The Washington Post-ის წყაროების ცნობით, შეტევა დაჯგუფებამ Cozy Bear განახორციელა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებენ. The New York Times-ი წერს, რომ ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ის სამთავრობო სისტემებზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. აშშ-ში რუსეთის საელჩომ პუბლიკაციების საპასუხოდ განაცხადა, რომ „რუსეთი ვირტუალურ სივრცეში „შეტევით“ ოპერაციებს არ ატარებს“.