ბათუმში ხვალ უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 დეკემბერს კი მოსალოდნელია წვიმა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში ხვალ დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +11, +13 გრადუსამდე დათბება. 23 და 24 დეკემბერს კი ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი. ტემპერატურა სანაპიროზე +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს, მთიან ზონაში 0, +2, მაღალმთაში -4, -6 გრადუსამდე.