აშშ გერმანიიდან 12 ათასამდე ჯარისკაცს გამოიყვანს
Tbilisi Daily
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, აშშ გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცს გამოიყვანს.
„აშშ-ის ევროპული სარდლობის მოქმედი გეგმის თანახმად, გერმანიიდან 11 900 ჯარისკაცის გამოყვანა განხორციელდება. აქედან დაახლოებით 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მარკ ესპერმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 600 ამერიკელი სამხედრო იტალიასა და ბელგიაში იქნება დისლოცირებული.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედროების გამოყვანის გეგმა ივნისის ბოლოს დაამტკიცა.
#პოლიტიკა
#ახალიამბები