ქობულეთში მოიჯარეებს პლაჟების ნაწილი დროებით პირდაპირი წესით გადაეცემათ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ინიციატივა, რომელიც ქობულეთის მერს ჰქონდა საკრებულომ დაამტკიცა. მირიან ქათამაძის განცხადებით,იმისათვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური სარგებელი ნახოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის პლაჟები, უსასყიდლოდ გადაეცემათ, თუმცა კონკრეტული ვადების დაცვით. საშეღავათო პერიოდიპირველი ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს ეხება. როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, გასულ წლებშიიჯარიდან მიღებული შემოსავლები დაითვალეს და მოიჯარეებისთვის მსგავსი ტიპის დახმარების გაწევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ქობულეთის მერის ინიციატივაოპოზიციას არ მოეწონა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, წელს ტურისტული სეზონი ჩავარდება და მოსახლეობა ამ შეღავათით ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს. მერმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოქალაქეების განცხადებები უპირობოდ არ დაკმაყოფილდება, სადაც არამიზანშეწონილი იქნება ტურისტული ობიექტის განთავსება, განმცხადებელს უარს ეტყვიან. მირიან ქათამაძემ საკრებულოსგან ნებართვა მოითხოვა,რომ აღნიშნული ტერიტორიებიდაინტერესებულ პირებსპირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეთ.