პანდემიის პერიოდში საქართველოს პასპორტი ამერიკულზე „ძლიერი“ გახდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პოზიციები საგრძნობლად გაძლიერდა პასპორტების ინდექსში, რომელსაც კონსალტინგური კომპანია Arton Capital-ი ადგენს. პორტალ Passportindex.org-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს 57 ქვეყანაში შეუძლით უვიზოდ მოხვედრა, ხოლო 35 ქვეყანაში ვიზის აღება შეუძლიათ ჩასვლისთანავე. ამგვარად, საქართველოს მობილურობის ინდექსი შეადგენს 92 ქულას, ხოლო ინდივიდუალურ რეიტინგში ქვეყანა 47-ე ადგილზეა. რეიტინგში ლიდერობს იაპონია და ახალი ზელანდია, ხოლო აშშ-ის ტრადიციულად „ძლიერი“ პასპორტი ჩამოქვეითდა 52-ე ადგილზე. რუსეთი, რეიტინგში, 59-ე ადგილზეა, უკრაინა - 101-ზე, აზერბაიჯანი - 123-ზე, ხოლო სომხეთი - 135-ზე. პორტალის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი შეზღუდვები შეეხოთ სინგაპურის, აშშ-ისა და ჩილეს მოქალაქეებს. კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიგში, რომელთანაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან გააღო თავისი საგარეო საზღვრები. ამასთან საქართველოს მოქალაქეებისათვის ბევრ ქვეყანაში შესვლაზე კვლავ მოქმედებს შეზღუდვები. https://www.radiotavisupleba.ge/a/30711833.html #ახალი_ამბები #twitter