ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი ყაზბეგში იმყოფება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს ყაზბეგში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, დაისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს კონტაქტების ლოკალიზება. როგორც გამყრელიძემ თქვა, ჯგუფი NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგში არის წასული.
საქართველოში კორონავირუსის დღეს, 11 აგვისტოს 14 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, 5 ყაზბეგში გამოვლინდა. ვირუსი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.
საქართველოში სულ კორონავირუსის 1264 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1054, გარდაიცვალა 17 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30778471.html
#ახალი_ამბები
#twitter