"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ...

Tbilisi Daily

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს ირმა კვი­ცა­რი­ძეს პა­სუ­ხობს: "ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, მო­გე­სალ­მე­ბით. დიდი მად­ლო­ბა, რომ ლა­მის ტე­რო­რის­ტად გა­მო­მა­ცხა­დეთ. სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­მაჩ­ნია აგ­რეთ­ვე, რომ „პრო­ფე­სი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩემ­თან დე­ბა­ტე­ბი“ გა­და­ი­ფიქ­რეთ. ვფიქ­რობ, ისე­დაც კარ­გად იცი­ან სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძან­დე­ბით თქვენ და ვის რა დამ­სა­ხუ­რე­ბა გვაქვს. მინ­და მხო­ლოდ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო. ვერც თქვენ და ვერც ვე­რა­ვინ ვერ და­მი­სა­ხე­ლებს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ან ნე­ბის­მი­ერ სხვა თე­მა­ზე მე პირ­ველ­მა გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე პოს­ტი ან სხვა რა­ი­მე ფორ­მით გა­მოვ­ხა­ტე ჩემი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ჩემი კო­ლე­გის ან ვინ­მე სხვის მი­მართ. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ჩემი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი, თუ შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის იყო პა­სუ­ხი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­სუ­ხი რო­მე­ლი­მე ჩემი კო­ლე­გის ან არა­კო­ლე­გის მიერ ჩვენს სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აუ­გის თქმა­ზე. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თუ რო­გორც ამ­ბო­ბენ „კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის“. ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ყვე­ლა ჩემი პა­სუ­ხი და გან­მარ­ტე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ობი­ექ­ტუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი (ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს აღი­ზი­ა­ნებს ჩემს ოპო­ნენ­ტებს) და ამას­თან არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის და არა­კო­რექ­ტუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს ვინ­მეს ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გა­მოთ­ქმე­ბის­თვის" - ნათ­ქვა­მია ცერ­ცვა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ცნო­ბის­თვის, ირმა კვი­ცა­რი­ძემ ცერ­ცვა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა "მისი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხა" და ამის­თვის სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბა­საც აპი­რებ­და. "კო­ლე­გე­ბო, ახ­ლა­ხანს შე­ვი­ტყვე რომ ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მო­რი­გი 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის სტილ­ში და­წე­რი­ლი "ანო­ნიმ­კის" ად­რე­სა­ტი , ჩვე­ნი კო­ლე­გა გი­ორ­გი კან­დე­ლა­კია. მე­ტიც თუ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის მიერ ჩვენ­თვის მო­ძღვნი­ლი წე­რი­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ლან­ძღავ და შე­უ­რაცმყო­ფელ "იდე­ებს" შე­ი­ცავ­და, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს პირდპირ ემუქ­რე­ბა. ჩვენ მოგ­ვწვდა ღვრძლით, ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი კი ფაქ­ტი­უ­რად რეპ­რე­სი­ებ­ში ყავს. ბევ­რმა გა­ა­ტა­რა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის შე­მო­ტე­ვა, ერ­თმა კო­ლე­გამ გერ­მა­ნი­ი­დან მას ბო­დი­შე­ბიც მო­უ­ხა­და და ჩვენ მიგ­ვა­ლან­ძღა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. მე პი­რა­დად არ ვა­პი­რებ რომ ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა და მის მიერ ჩემი სიც­რუ­ე­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მას ასე გა­ვუ­ტა­რო. ბა­ტო­ნო თენ­გიზ, შე­საძ­ლოა ჩემს სამ­შობ­ლო­ში დღეს ექიმს არა­ვინ არ იცავს და ისი­ნი თქვენ­ნა­ი­რებს მძევ­ლად ყავს აყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ ის ქვე­ყა­ნა თქვენ რომ სა­მო­თხედ მო­იხ­სე­ნი­ეთ, დიახ ჩვენ­თან ავ­სტრი­ა­ში, იცავს და უფრთხილ­დე­ბა მის ექი­მებს, ავ­სტრი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იცავს ექიმს, მის უფ­ლე­ბებს და ექი­მის რე­პუ­ტა­ცი­ას. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და თქვენ­თან პრო­ფე­სი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში დე­ბა­ტე­ბი. აღარ ვა­პი­რებ. თქვენ იუს­ტი­ცი­ის ენით გჭირ­დე­ბათ სა­უ­ბა­რი, რა­საც ჩემი ად­ვო­კა­ტი გა­ა­კე­თებს. ვინ­მემ უნდა შე­ა­ჩე­როს ეს ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლი. კო­ლე­გე­ბო ნუ ხართ და­მუნ­ჯე­ბუ­ლი! სა­დაა თქვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა?! ჩემი სო­ლი­და­რო­ბა გი­ორ­გი კან­დე­ლაკს!" - წერ­და კვი­ცა­რი­ძე