აქცია ქობულეთში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საპროტესტო აქცია ქობულეთში. მოქალაქე ხათუნა ბრეიზილ-წერეთელი ამბობს, რომ ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენდა და საკუთრების დაბრუნებას ითხოვს. რუსთაველის და ყაზბეგის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორიაზე დავა წლებია გრძელდება. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ხათუნა ბრეიზელმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წელს მიმართა 9 აპრილის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე, კომისიამ 2019 წელს განიხილა აღნიშნული საკითხი და მოქალაქეს უარი ეთქვა. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მასზე განთავსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი.