ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა
Tbilisi Daily
ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა გაიხსნა.
ზარის ღილაკს, რომელიც ბროკერებს ვაჭრობის დაწყებას აუწყებს, ხელი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ დააჭირა.
ბირჟის მუშაობაში COVID19-ის გამო გარკვეული კორექტივებია შესული. სამუშაოს ჯერჯერობით ტრეიდერთა მხოლოდ მეოთხედი დაუბრუნდა.
ახალი რეგულაციებით, მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ უნდა ისარგებლონ, ნიღბები უნდა ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.