ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული - ლაშა კომახიძე არჩილ ჩიქოვანის ვიცე-მერად დანიშვნაზე  

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ვიცე-მერად არჩილ ჩიქოვანი დანიშნა და გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდური პრინციპი გაითვალისწინა. ''რაც შეეხება ვიცე-მერის კანდიდატურის შერჩევას, აქ მოხდა გათვალისწინება საერთო შეხედულების. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო, დიდი პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხიმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. შესაბამისად ადამიანი, რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას, აიღოს ეს პასუხიმგებლობა. მე გავითვალისწინე ეს თხოვნა'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ. არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ბათუმის არჩეული მერი თანამდებობიდანდღეს გადადგა.