ევროპა ლიგაზე საქართველოს კლუბების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უეფას ევროპა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირს შემორჩენილი საქართველოს ორი კლუბის მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“, რომელიც მიმდინარე ევროსეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა და წარუმატებელი სტარტის გამო გადაერთო ევროპა ლიგაზე, მეორე წრეში უელსის „ქონაჰს“ დაუპირისპირდება. თბილისის „ლოკომოტივს“ კი მოწინააღმდეგედ მოსკოვის „დინამო“ ერგო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროტურნირების საწყისი ეტაპები თითომატჩიანი დაპირისპირებისგან შედგება და მასპინძელი გუნდებიც წილისყრამ გამოავლინა. 17 სექტემბერს, „დინამო თბილისი“ უელსში ითამაშებს. „ლოკომოტივი“ კი რუსებს თბილისში დაუხვდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30813106.html
#სპორტის_ახალი_ამბები
#ახალი_ამბები
#twitter